”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რატომ ვერ შესრულდა დაგეგმილი სამუშაოების ნახევარი გასულ წელს – საკრებულოს სხდომის მთავარი თემა

რატომ არის გასულ წელს დაგეგმილი სამუშაოები 50 ან უფრო ნაკლები პროცენტით შესრულებული – ამ საკითხის განხილვას, საკრებულოს სხდომაზე, ყველაზე მეტი დრო დაუთმეს. დეპუტატების აზრთა სხვადასხვაობა 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა … Continue reading

„world vision“–ი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 8 სასკოლო კლუბის პროექტს დააფინანსებს

„world vision“–ი მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, 8 სასკოლო კლუბის პროექტს დააფინანსებს. ორგანიზაციამ 13–დან ათი პროექტი უკვე შეარჩია.  სპეციალურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც დემოკრატ მესხთა კავშირისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს … Continue reading

ახალცხის მერიამ ხელმოკლე ოჯახების შვილები ცირკში მიიწვია

ახალციხიში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 100 ბავშვი ცირკში იმყოფებოდა.  საცირკო წარმოადგენაზე დასასწრებად ხარჯები ახალციხის მერიამ გაიღო. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცირკში იმყოფებოდნენ ახალციხის №7 საჯარო სკოლა–პანსიონის აღსაზდელებიც, რომლებსაც მერიამ წარმოდგენაზე დასასწრებად ბილეთები რამდენიმე … Continue reading

ახალციხეში ხიდს ანზორ გელდიაშვილის სახელი მიანიჭეს

    თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის, ანზორ გელდიაშვილის სახელი დაერქვა. ჯარისკაცი ახალციხეში ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით … Continue reading

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – თემაზე ტრენინგი ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ჩაუტარდათ. ორგანიზატორი საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი იყო. ორდღიან შეხვედრაზე ქვეყნის … Continue reading

ახალციხის საკრებულომ ქალაქის სიმბოლოები დაამტკიცა

ახალციხის საკრებულომ ქალაქის სიმბოლოები დაამტკიცა. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, … Continue reading

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

  სასაზღვრო პოლიციის მეორე სამმართველოს (ახალციხე) N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი … Continue reading

25 მარტი საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

     დღეს, საქართველოში სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავენ. 1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის … Continue reading

ბორჯომი ჯომარდობის ევრო–თაისის გათამაშებას უმასპინძლებს

2016 წლის მსოფლიო საჯომარდო კალენდარში  ევრო–თასის გათამაშების თარიღი და ადგილი ჩაინიშნა. ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომის ხეობაში,  25–29 მაისს გაიმართება. ტურნირი მდინარე მტკვარზე, ქალებსა და ვაჟებში 6 კაციანი ნავების კატეგორიაში, … Continue reading

ახალციხესა და ადიგენში ავტომობილებს ჩხრეკენ

23 მარტს დაწყებული საპოლიციო კონტროლი დღესაც გრძელდება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ყველა ავტომობილს აჩერებენ, საბუთებს ამოწმებენ, მგზავრებით ინტერესდებიან და საბარგულს ათვალიერებენ. ძალოვანი უწყების ეკიპაჯები ყველა გზაჯვარედინზე არიან მობილიზებულნი. როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იუწყება, შემოწმება … Continue reading

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ახალციხეში საინფორმაციო კამპანიით აღნიშნეს

,,გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ – ამ სლოგანით შეუერთდნენ ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნას ახალციხეში. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალგაზრდულმა ფრთამ, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საინფორმაციო კამპანია გამართა. აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგეს. … Continue reading

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

   24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გამოუვლენელი რჩება ტუბერკულოზის სამ მილიონამდე შემთხვევა. საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე