”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

არაქართულენოვანი მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში – კანონპროექტის შეფასება ახალციხიდან

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს, ახალციხის სომხურ ახალგაზრდულ ცენტრში აფასებენ. ედუარდ აივაზიანი მიიჩნევს, რომ ინიციატივა, სამცხე–ჯავახეთში, მოქალაქეების ინფორმირებულობაზე, უარყოფითად აისახება. აივაზიანის თქმით, რეგიონის მოსახლეობისთვის უკეთესი იქნება, თუ მედიასაშუალება გადაცემებს, ქართულ და სომხურ … Continue reading

ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის მხრივ, სამცხე–ჯავახეთი პირველ ადგილზეა

,,იძულებით დაწყებული ბედნიერება“ – რეგიონის მასშტაბით, აქტიურმა ქალებმა, ოჯახში ძალადობასა და იძულებით ქორწინებაზე იმსჯელეს. დასკვნითი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა. მომხსენებლები იურისტი, ფსიქოლოგი, გინეკოლოგი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი … Continue reading

სოფელ ფერსაში ცხვრის ფარას მგლები შეესია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში ცხვრის ფარას მგლების ხროვა შეესია. შემთხვევა 25 მარტს, საღამოს საათებში, სოფლიდან, დაახლოებით 200 მეტრში მოხდა. გამგებლის წარმომადგენლის გიორგი ბლიაძის ინფორმაციით, მწყემსი ფარას სახლისკენ მიერეკებოდა,  როდესაც 20–მდე … Continue reading

ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

20-23 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი … Continue reading

დაგვიანებით გადაცემული წიგნები ბიბლიოთეკებს

22 წიგნი რაბათის, 13 საბავშვოს, 20 კი ცენტრალურ ბიბლიოთეკას – ქალაქ ახალციხის სამი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 55 ეგზემპლარით გაიზარდა. მერიამ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურაში, 900 ლარამდე გადაიხადა. ადგილობრივი ხელისუფლება ბიბლიოთეკებისთვის … Continue reading

შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოს ღია ჩემპიონატში 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 27 მარტს თბილისში, სპორტულ კლუბ „შატილის“ დარბაზში გამართულ, ძალისმიერ წოლჭიმში საქართველოს ღია ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შსს-ს სახელით, ტურნირში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის … Continue reading

შოლავერსა და საკირეში უკანონოდ მოპოვებული მორები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში სატვირთო ავტომანქანაზე განთავსებული და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები აღმოაჩინეს. შედგენილია შესაბამისი აქტები.

შსს საპოლიციო კონტროლის შედეგებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მასშტაბით, 23–26 მარტს, განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგენს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა. შინაგან საქმეთა … Continue reading

ახალციხეში გოგონათა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა

ახალციხეში გოგონათა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. ძველი და ახალი წევრებისათვის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ დროისათვის გუნდში  50–მდე გოგონა ირიცხება.  სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია, … Continue reading

რა? სად? როდის? – ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული ვალის პირველი სკოლა გახდა

ახალციხეში, მუნიციპალიტეტის პირველობისათვის, ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაში რა ? სად? როდის?  გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა თემის 16-მა საჯარო სკოლამ მიიღო. თითოეული გუნდი, 6-6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული. მათ  პასუხის გაცემა 22 კითხვაზე მოუწიათ. ინტელექტუალურ … Continue reading

ირაკლი ალასანია ახალციხეში მოსახლეობას შეხვდება

პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატები” ახალციხეში შეხვედრას გამართავს. მოსახლეობას ირაკლი ალასანია, საპარლამენტო ფრაქციის წევრები და სხვა ლიდერები შეხვდებიან. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 30 მარტს, 16:00 საათზეა დაგეგმილი. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით, ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეინინგის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს თაფლთან დაკავშირებით ევროკავშირის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე