”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჰაერის დაბინძურების კუთხით, ახალციხე ერთ–ერთ სუფთა ქალაქად დასახელდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ ზუგდიდი, თელავი და ახალციხე ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე სუფთა ქალაქებად დაასახელა. მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არის დაკავშირებული როგორც ტრანსპორტთან და მის გამონაბოლქვთან, ასევე … Continue reading

ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდი რეგიონული კონკურსის გამარჯვებულია

“მე და კონსტიტუცია” – ასე ჰქვია კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი “ჯეირანი” გახდა. იგი მონაწილეობას კონკურსის ფინალში მიიღებს, რომელიც მაისის თვეში თბილისში გაიმართება.

აწყურის ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა

აწყურის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, 300 ეგზემპლარით შეივსო. ახალციხის მუნიციპალიტეტს, ძველი და ახალი გამოცემის წიგნები, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სარეზერვო ფონდიდან გადასცა. წიგნების უმეტესი ნაწილი მხატვრული ლიტერატურაა. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ახალციხის თემის … Continue reading

NDI – ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია. შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე … Continue reading

სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო დახმარების ცენტრს ინვენტარი გადაეცა

სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ექიმებსა და რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებს კი ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ინვენტარის გადაცემისა და პერსონალის … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ოცდახუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა. შსს–ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 804 საბრძოლო … Continue reading

სექტემბერში რომის პაპი საქართველოში ჩამოვა

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. რომის პაპმა მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. “აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია … Continue reading

ახალციხეში, 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს

ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა ამ დღეს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. რიტუალი  … Continue reading

ახალციხეში აგროტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

ახალციხის გამგეობაში  სამცხე-ჯავახეთის აგროტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაცია „Mercy corps”-ის წარმომადგენელმა აღნიშნული მიმართულებით, რეგიონში არსებულ რესურსებზე ისაუბრა.  ლიკა მარღანიას თქმით, აგროტურიზმი საქართველოსთვის ახალი რაკურსია, თუმცა, ქვეყანაში ამ მიმართულების … Continue reading

გარდაცვლილი ჯარისკაცები და დუმილის რეჟიმი ყარაბაღში

დღეს ყარაბაღში დუმილის რეჟიმი გამოცხადდა. 15-დან 20 საათამდე დრო, ორივე მხარემ, დაღუპულთა მოსაძებნად გამოიყენა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მმართველობაში განაცხადეს, რომ აღნიშნული რეჟიმის დაწყება წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა, რასაც ორგანიზაციაშიც … Continue reading

2016 წელს ადიგენში ოთხი მსხვილი პროექტი განხორციელდება

ადიგენის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ოთხი მსხვილი პროექტი განხორციელდება. პროექტებს  რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. აღნიშნულისთვის ფონდმა 2 142 000 ლარი გამოყო. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს ქვემო ენთელი-ფხეროს მიმართულებით ასფალტი დაიგება. ჩორჩანს, დიდი სმადასა … Continue reading

ახალციხე-წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდის მიმართულებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხე-წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  აღნიშნული მონაკვეთი წყრუთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა, ზედმეტი გრუნტის მოჭრა და გატანა ხდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე