”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

22 აპრილი დედამიწის დღეა

22 აპრილი დედამიწის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აქტივობაა დაგეგმილი. ქალაქის მერია ასპინძის ქუჩაზე მდებარე მეხუთე ბაგა–ბაღში ბავშვებთან ერთად ხეების დარგვას გეგმავს, გარდა ამისა, თანამშრომლები თავიანთი სამსახურების … Continue reading

ფერმერთა ეროვნული კონგრესისთვის სამცხე–ჯავახეთში დელეგატები შეირჩნენ

ფერმერთა მეორე ეროვნული კონგრესისთვის სამცხე–ჯავახეთიდან დელეგატები შეირჩნენ.  ისინი კონგრესზე მთავრობის წევრებს შეხვდებიან და აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ. ,,ეროვნული სასურსათო უსაფრთოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერთა მხარდაჭერა” – ასე ჰქვია … Continue reading

20 აპრილიდან მე–12 კლასელებს “არები”გაცდენად აღარ ჩაეთვლებათ

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ,,არები“ 20 აპრილის შემდეგაც დაიწერება. უწყების განმარტებით ,,არები“ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში იწერება. თუმცა … Continue reading

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება შესაძალოა, სრულიად აიკრძალოს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება შესაძალოა, სრულიად აიკრძალოს. აღნიშნულ პროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტრომ პროექტზე მუშაობა ნაწილობრივ დაასრულა და რეგულაციები მალე ამოქმედდება. კანონპროექტის მიხედვით, სამასპინძლო დაწესებულებები, სასტუმროები, … Continue reading

წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთზე მინდვრის დღე მოეწყო

მინდვრის დღე წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროგრამის წევრებმა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა ფერმერებმა, საველე პირობებში სერთიფიცირებული სათესლე მასალის უპირატესობასა და პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. სპეციალისტებმა … Continue reading

სოფელ უნწაში მგელმა საქონელი დაგლიჯა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს მგლები შეესია და საქონელი დაუგლიჯა. მტაცებელი ბოლოს წუხელ გამოჩნდა და მოსახლეს ერთი სული საქონელი შეუჭამა, ორი კი დაკბინა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ადიგენის გამგებელთან ერთად სოფელ ენთელსა და დაბა ადიგენში საგზაო ინფარსტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სოფლების ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი სამ კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი, … Continue reading

წყალთბილაში საბავშო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სოფელ წყალთბილაში საბავშო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის თანახმად მოწესრიგდება შენობის შიდა ინტერიერი და ეზო. ხის კარ-ფანჯარა კი მეტალო პლასმასით შეიცვლება. ასევე, მოეწყობა სველი წერტილები. რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, … Continue reading

ჟურნალისტები მუსხში მარიამ ჟუჟუნაძის საქმიანობას გაეცნენ

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები, დამწყები და მოქმედი ჟურნალისტები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში ხალხური რეწვის ოსტატს მარიამ ჟუჟუნაძეს ესტუმრნენ.  მათ სკოლა-მუზეუმი დაათვალიერეს და მასპინძლისგან მესხური ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მარო ბაბომ, სტუმრებს … Continue reading

მტკვარზე დაკვირვება გრძელდება

    მდინარე მტკვარზე, წყლის დონის მონიტორინგს, ასპინძის სახანძრო–სამაშველო სამსახური ამ დრომდე აგრძელებს. მათი წარმომადგენლები საქართველო–თურქეთის საზღვართან, სოფელ მირაშხანში მდინარის კალაპოტს, 24საათიან რეჟიმში აკვირდებიან და საათში ერთხელ მონაცემებს, რეგიონულ სამმართველოს … Continue reading

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

საპატრიარქოში დღეს კამპანიის „ნუ მოჭრი ბზას“ ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სხვა პირები მონაწილეობდნენ. პრესკონფერენციაზე მეუფე თეოდორემ მოსახლოებას ბზობის მოახლოებული დღესასწაული … Continue reading

აბასთუმნის ყოფილმა რწმუნებულმა საპატიმრო დატოვა

     ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, გივი ყულჯანიშვილი თავისუფალია. მან საპატიმრო დაწესებულება, სამი თვით ადრე დატოვა. პირობით ვადამდე გათავისუფლებას ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე