”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მოსახლეობა 2017 წლიდან დასუფთავების მოსაკრებელს გადაიხდის

ახალი წლიდან ქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთი კომუნალური გადასახადი დაემატება. ელექტროენერგიის, გაზისა და სასმელი წყლის საფასურთან ერთად ახალციხელებს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაც მოუწევთ.

შსს-ს სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.

ორბელიანების ყოფილ სასახლეში განთავსებული სამუსიკო სკოლა რეაბილიტაციის მოლოდინში

ქალაქში არსებულ ერთადერთ სკოლაში, სადაც კლასიკური მუსიკა ისწავლება,  რეაბილიტაციას წლებია ელოდებიან. მეცხამეტე საუკუნეში აგებულ შენობას სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ერთხელ, 35 წლის წინ ჩაუტარდა. 

სამცხე–ჯავახეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე, შეზღუდვები მოქმედებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამცხე–ჯავახეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს. 

,,მესხეთი” მეორე ლიგაში სათამაშოდ დახმარებას ითხოვს

გააგრძელებს თუ არა ახალციხის საფეხბურთო გუნდი საქართველოს პირველობისთვის ბრძოლას – ჯერ კიდევ გაურკვეველია. მწვრთნელის თქმით, ნაკრები მეორე ლიგაში გადავიდა, თუმცა უსახსრობის გამო, ჩემპიონატში ვეღარ ჩაერთვებიან.

ახალგაზრდებს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობა გააცნეს

როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი სამცხე–ჯავახეთში და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ რეგიონში – თემაზე სასაუბროდ, ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” პროექტის მონაწილეებს, ობმუდსმენის აპარატის წევრი შეხვდა.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სამედიცინო დაწესებულებებში, სეზონური გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იმატა

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლების პარალელურად, სეზონური გრიპის შემთხვევების რაოდენობამაც იმატა. ვირუსების გავრცელება, სკოლასა და ბაგა–ბაღებში, საგაკვეთილო პროცესებზე ჯერ არ ასახულა.  

სამი სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო, მშენებელი კომპანიის მიმართ სანქციები ამოქმედდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მშენებელი კომპანიის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები აამოქმედა. ,,ინტერ პლიუსმა” შენობის რეაბილიტაცია განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა.

ლარი ერთ დღეში თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა, რომელიც დღის ბოლოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად დადგინდა.

ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე 5 მოწმე დაიკითხა

ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. საქმესთან დაკაშირებით დღეს ხუთი  პიროვნება დაიკითხა.

9 აპრილზე, ბინების მეპატრონეები გაჭიანურებული მშენებლობის მიზეზების გარკვევას ითხოვენ

ტელეკომპანია ,,მე–9 არხში” ანონიმური წერილი მოვიდა. 9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე ორი კორპუსის მეპატრონეებმა, ადგილობრივ მედიას დახმარება სთხოვეს. წერილის ავტორები, გაჭიანურებული მშენებლობის მიზეზების გარკვევას ითხოვენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე