6 მაისს მართლმადიდებლები გიორგობას ზეიმობენ
მართლმადიდებლები დღეს გიორგობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა მიმდინრეობს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი … Continue reading
გორის ქუჩაზე ასფალტის დაგებამდე წყლის სიტემის მოწესრიგებას მოითხოვენ
აბის დასახლებაში, გორის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მოსახლეობის პროტესტი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ქუჩაზე ამორტიზებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების შესაცვლელად არაფერი კეთდება. მიმდინარე საგზაო სამუშაოებმა … Continue reading
ახალციხელი გამომგონებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პირველ ლედის შეხვდნენ
ახალციხელი გამომგონებლები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პირველ ლედის შეხვდნენ. გიორგი აბაშიშვილმა და მაკა ჩიჩუამ ახალგაზრდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლეს. კარლო ხუციშვილის თქმით, მათ პრეზიდენტის მეუღლესა და ადმინისტრაციის უფროსს, პროექტი “Life Saver”-ი გააცნეს, … Continue reading
აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე, სოფელში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ამორტიზებული მილსადენის ნაცვლად ახალი პლასმასის მილსადენის, მცირე საინჟინრო … Continue reading
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა ახალქალაქში შეხვედრა გამართეს
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში შეხვედრა გამართეს. ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის საკრებულოს წევრები “რესპუბლიკური პარტიიდან” და მხარდამჭერები, ლიდერებთან შესახვერად ახალქალაქში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი პრობლემები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. … Continue reading
შს მინისტრი ახალციხეში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა
შს მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში, გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ახალციხეში შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე შს მინისტრმა რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.
ვარძიაში ბერების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები აღმოაჩინეს
ახალი აღმოჩენა ვარძიის სამონასტრო კომპლექსში. არქეოლოგებმა სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბერების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, აღნიშნული ნაგებობები, სამონასტრო კომპლექსზე საუკუნენახევრით ადრე შეიქმნა. სპეციალისტები, ისტორიული ძეგლის დასავლეთის მხარეს, … Continue reading
სამცხე–ჯავახეთში სომხეთის ელჩს ელოდებიან
სამცხე–ჯავახეთში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს ელოდებიან. იური ვარდანიანი, 24 აპრილს ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან განიხილავს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ელჩი რეგიონს უახლოეს დღეებში ეწვევა. … Continue reading
ახალციხეში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსი ჩატარდება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, დიასპორის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და დარგობრივი სამეცნიერო ინსტიტუციების … Continue reading
კარლენ მინასიანმა ახალციხის გამგებლის მოადგილის პოსტი დატოვა
ახალციხის გამგებლის მოადგილემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. გამგეობაში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კალენ მინასიანმა აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივ ხელმძღვანელობას 28 აპრილს მიმართა. მისი განცხადება დღეს, 3 მაისს დაკმაყოფილდა. გახდა თუ არა კარლენ … Continue reading
26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა. უწყების ინფორმაციით, უფასო აქცია „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“–ის ფარგლებში განხორციელდება, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს. … Continue reading
1 მაისი – აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მართლმადიდებლური სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. განკაცებული უფალი ჯვარცვის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. უფლის აღდგომას მრევლი ტაძრებში ღამისთევით შეხვდა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ღამის … Continue reading



You must be logged in to post a comment.