”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ორი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შრი-ლანკის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტი 2017 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს, 19 დეკემბერს 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა, სპეციალური რეჟიმის გათვალისწინებითაა შესაძლებელი 

საფარაში ღირსი საბა განწმედილის ხსენების დღეს აღნიშნავენ

18 დეკემბერს მართლმადიდებლები ღირსი საბა განწმედილის ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ საფარის მონასტერში, სადაც მთავარი ტაძარი წმინდა საბას სახელობისაა.  

ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტს უმცირესობა მხარს არ დაუჭერს

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ქალაქ ახალციხის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ განიხილა. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს, რომ ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, ბიუროს სხდომაზე განიხილონ, შემდეგ კი  საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცონ.

ახალციხის ქუჩებს საახალწლო აქსესუარებით რთავენ

ახალციხის ქუჩების მორთვა, ცენტრალური პარკიდან დაიწყო. სტრინგებსა და გრილანდებს, განათების ბოძებზე ამაგრებენ.

ახალციხის მერია საარჩევნო სუბიექტებს, პლაკატების ჩამოსახსნელად ვადას აძლევს

ქალაქ ახალციხის მერია, საპარლამენტო და შუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, სააგიტაციო მასალის ჩამოსახსნელად ერთკვირიან ვადას აძლევს. შესაბამისი წერილი პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს გადაეგზავნებათ.

როგორი იქნება კუმურდოს ტაძარი აღდგენის შემდეგ?

კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. როგორი სახე ექნება ეკლესიას მშენებლობის დასრულების შემდეგ – ამასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სპეციალურ კლიპს ავრცელებს.

ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ახალციხის მერია ა(ა)იპ–ების ნაწილს სუბსიდიას უმცირებს

ახალციხის მერია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დიდ ნაწილს  სუბსიდიას უმცირებს. რის ხარჯზე გააგრძელებენ საქმიანობას ა(ა)იპ–ები – ამაზე  ხელმძღვანელები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.  

ახალციხის თოჯინების თეატრი ძველ შენობაში ბრუნდება

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, N18– ში ბრუნდება. ძველი შენობის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, შპს ,,გლობალჰაუსმა” 299 148 ლარით გაიმარჯვა.

ტოლერანტობის ცენტრმა, უმცირესობების პრობლემებზე, ახალციხეში შეხვედრა გამართა

სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები უმცირესობების პრობლემატიკასთან დაკავშირებით ახალციხეში შეხვედრა გამართა. ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე