”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მართლმადიდებლურმა სამყარომ სულთმოფენობის დღესასწაული იზეიმა

უფლის ამაღლებიდან მეათე დღეს, მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. წმინდა წერილების მიხედვით, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის 9:00 საათზე ზეციდან გარდამოვიდა სულიწმიდა და მოწაფეებს ცეცხლის … Continue reading

ვალეში ქართული ცეკვის ფესტივალი ჩატარდა

ვალეში ქართული ცეკვის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებას ახალციხის თემმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ათმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო, რომლებიც მესხეთში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. ქართული ცეკვის ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში პირველად ჩატარდა. … Continue reading

19 ივნისს, მართლმადიდებლები სულთმოფენობის დღესასწაულს ზეიმობენ

უფლის ამაღლებიდან მეათე დღეს მართლმადიდებლები სულთმოფენობას ზეიმობენ. წელს დღესასწაული 19 ივნისს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. წმინდა წერილების მიხედვით, ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები იერუსალიმში სულიწმინდის მოლოდინში დაბრუნდნენ, რომლებიც რწმენით აღსავსენი … Continue reading

პაატა ბურჭულაძე ასპინძისა და ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა. პაატა ბურჭულაძე 18 ივნისს, თანაგუნდელებთან ერთად, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს შეხვდა. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ მოძრაობის სამოქმედო გეგმა გააცნო. … Continue reading

ქალაქ ახალციხის მერია ახალ ა(ა)იპ–ს ქმნის

,,ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტო“ – ასე ერქმევა ახალ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც ახალციხის თვითმმართველობამ შექმნა. წესდების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს კლიმატის ცვლილებების, ენერგოეფექტურ და მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე. მისი … Continue reading

ახალციხეში „მესხეთის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი“ დაფუძნდა

ახალციხეში „მესხეთის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი“ დაფუძნდა. ორგანიზაციის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. საგვარეულო კავშირის წევრებმა პირველი მოთხოვნა უკვე დააყენეს. ისინი ახალციხეში ოსმალთა ბატონობისაგან მესხეთის გათავისუფლებისთვის თავდადებულთა მემორიალის აღმართვას მოითხოვენ.

პაატა ბურჭულაძე ადიგენში მოსახლეობას შეხვდა

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი, წევრებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პაატა ბურჭულაძემ შეკრებილებს პარტიის სამოქმედო გეგმა და ის ხედვა წარუდგინა რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების … Continue reading

ახალციხის მუნიციპალიტეტში საარჩევნო მასალების განთავსებისთვის ადგილები გამოიყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის ადგილები გამოიყო. აღნიშნული საკითხი თემის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, შეირჩა ისეთი ადგილები, სადაც ყველა პოლიტუკურ ძალას … Continue reading

ბორჯომში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.  სოფლის დეპუტატი და რწმუნებული თითოეულ ოჯახში აღწერენ, როგორც განადგურებულ სახნავ-სათეს მიწებს, ასევე დაზიანებულ სახურავებს. სტიქიის შედეგის  სრულად დათვლის შემდეგ გამგეობა მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას … Continue reading

რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა, ახალციხის მერიას დასახმარებლად მიმართეს

რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებელებმა დასახმარებლად ახალციხის მერიას მიმართეს. ზარალის აღწერისა და შემდეგი რეაგირების მოთხოვნით, განცხადება ადგილობრივებმა 10 ივნისს დაწერეს. სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპურის მობინადრეები ამბობენ, რომ 23 მაისის შემდეგ მათთან არავინ … Continue reading

წყალში დაგებული ასფალტი ბორჯომში, უკანვე აიღეს

ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე ძლიერი წვიმის დროს დაგებული ასფალტი კომპანიამ უკანვე აიღო. 15 ივნისს, „ჰედეფ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა მუშაობა არც ძლიერი წვიმის შემდეგ შეწყვიტეს და ასფალტის დაგება წყლით სავსე გზაზე გააგრძელეს. შედეგად, ადგილობრივების … Continue reading

ახალციხეში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის

ვიზიტორებისთვის, ახალციხეში, ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი რაბათის დასახლებში მდებარე ციხეა. ტურისტები 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გათავსებულ კომპლექსს, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ. ამბობენ რომ ყველაზე მეტად ციხის სიძველისა და … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე