ახალციხესა და ახალქალაქში „სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება
28 ივნისს, ახალციხესა და ახალქალაქში ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამა ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა და გასულ კვირას იგი … Continue reading
აწყურის ტაძრის ეზოში, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთებს მიაკვლიეს
აწყურში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში აღმოჩენილი ნატაძრალი საკმაოდ დიდი ზომისაა და სავარაუდოდ, IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება. ნაგებობის … Continue reading
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღარ განახორციელდება
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო … Continue reading
უდეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული “ანთიმოზობა” აღინიშნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული “ანთიმოზობა” აღინიშნება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აღავლენს. წირვას მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებიან. სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, … Continue reading
სამცხე–ჯავახეთში, შრომის ანაზღაურების ხარჯები, კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია. 27–დან ხუთი, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტია. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, კანონს ახალქალაქის, ნინოწმინდის, … Continue reading
წვიმიანი ამინდის გამო, ახალციხის უბნების ხატვის იდეა ჩაიშალა
ახალციხის უბნების ხატვის იდეა ჩაიშალა. 25 ქართველი მხატვარი დღეს, 24 ივნისს რაბათის უბანში იმყოფებოდა, თუმცა ხელოვანებმა მიზნის განხორციელება ვერ შეძლეს. მიზეზი წვიმიანი ამინდი გახდა. მხატვრები 25 ივნისს ვარძიას დახატავენ. შეგახსენებთ, … Continue reading
ახალციხეში, ნარკოპოლიტიკის მიმართ, პარტიების დამოკიდებულება განიხილეს
ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში დისკუსია გაიმართა, სადაც ქვეყანის ნარკოპოლიტიკის მიმართ, პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება განიხილეს. შეხვედრას რეგიონში მოქნედი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე იმსჯელეს.
ახალციხის თემში, მაღალმთიანი დასახლების ნუსხას სამი სოფელი დაემატა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას, სამი სოფელი (კლდე, ფერსა და ტყემლანა) დაემატა, ბორჯომს – შვიდი (დვირი, სადგერი, ცემი, კორტანეთი, დაბა, მზეთამზე, წაღვერი), ხოლო ადიგენს – 10 (დაბა ადიგენი, ბენარა, გორგული, … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების შესარჩევ კონკურსში ხუთი პიროვნება მონაწილეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ვადა ამოიწურა. 24 ივნისის, 18 საათამდე საკრებულოს აპარატში 5 განაცხადი შევიდა. აღნიშნული ხუთი კონკურსანტის რამდენი ნამუშევარია წარდგენილი, ამ დროისთვის უცნობია. … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. შსს–ს ინფორმაციით, ნიკოლოზ გელაშვილის წარდგენა 23 ივნისს მოხდა. მან სტრუქტურის ძველი ხელმძღვანელი გიორგი ნასყიდაშვილი ჩაანაცვლა. სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი, მანამდე მცხეთა–მთიანეთის უწყებაში მუშაობდა. რაც … Continue reading
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს კონკურსს რეგიონებში (იმერეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი) მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები ჩაერთვებიან პროექტში “Vote Smart” და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ტურში, რომელიც თბილისში გაიმართება. ტურის … Continue reading
ახალციხეში “ვეფხისტყაოსნის” ზეპირადმცოდნეთა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ახალციხის ციხეზე ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. პირველი და მეორე ადგილი ახალციხელმა თემურ ხუციშვილმა და ტყიბულელმა ანრო ცირეკიძემ გაინაწილეს. მესამე ადგილზე კი გურჯაანელი მანანა ნესუაშვილი გავიდა. ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნეთა … Continue reading



You must be logged in to post a comment.