”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთის ა(ა)იპ–ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში ა(ა)იპ–ების რაოდენობა 15–ით გაიზარდა. აქ დასაქმებულთა რაოდენობა 347 ერთეულით, მათი შრომის ანაზღაურებაზე კი, 182 834 ლარით მეტი იხარჯება.

არაქართულენოვანი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე – დისკუსია ახალციხეში

     პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს. შეხვედრა ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაციის – ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით გაიმართა.

ბორჯომში ორი პირი სამართალდამცველებისთვის ქრთამის შეთავაზების გამო დააკავეს

ბორჯომში ორი პირი 1970 წელს დაბადებული ვეფხია შ. და 1971 წელს დაბადებული ბესიკ ბ. ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.  

ავტომობილები ახალციხის ციხის ციტადელზე

დღეს, 20 ივლისს, ახალციხის ციხის ციტადელის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირება მოეწყო. ამ ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ქვეითებისთვისაა დაშვებული.

“მმართველი პარტია, უმისამართო ამომრჩევლებით, გარანტირებული ხმების მიღებას ცდილობს” – მაკა სუდაძე

საქართველოში, დაახლოებით,  25 000  უმისამართო ამომრჩეველია.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესიდეები დაფინანსდება

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის, ახალციხეში, გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. მსურველებს ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ. 

19 ივლისს, ახალციხეში სასმელი წყლის მიწოდება შეიზღუდება

19 ივლისს ახალციხის ქუჩებზე სასმელი წყლის მიწოდება შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით, განცხადებას შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს.

19 ივლისიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 19 – 24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 19-20 ივლისს ქვეყანაში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ერევნის პოლიციაზე შეიარაღებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა

ერევანში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმისას პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულ ცნობას panarmenian.net ავრცელებს.

კომპანია ,,X ჯგუფის“ დამფუძნებელს პატიმრობა შეეფარდა

ბაკურიანის მიწების საქმეზე დაკავებულ კომპანია ,,X ჯგუფის“ დამფუძნებელს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რაბათის უბანში 8 ოჯახი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს ითხოვს

რაბათის ისტორიულ უნაბში, ხარისჭირაშვილის ქუჩაზე კანალიზაცია არ არსებობს. ადგილობრივები, სისტემის მონტაჟს, ან ნებართვას ითხოვენ, რომ ქსელი საკუთარი ძალებით გაიყვანონ.  

აბიტურიენტებმა გამოცდა გეოგრაფიაში ჩააბარეს

ერთიანი ეროვნული გამოცდები გეოგრაფიის საგნით გაგძელდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 443 აბიტურიენტიდან ათი მათგანი არ გამოცხადდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე