ახალციხეში ,,ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ,,ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო–საანგარიშო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილია
,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხე–ადიგენში, ბესიკ ხითარიშვილი იქნება. ამის შესახებ მან ,,მე–9 არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება
მართლმადიდებლური სამყარო 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაბათში, წმინდანის სახელობის ტაძარში.
ახალქალაქში ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი გაიმართა
ახალქალაქში, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა, ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი მოაწყო.
წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთში საჯარო ლექცია გაიმართა
წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთში საჯარო ლექცია მოეწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, კოლეჯ „ოპიზარი“–ს სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამყარო“–ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, ა(ა)იპ–ის მუშაობის ანგარიში მოისმინეს
ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში, საკრებულოს მეცხრე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა კენჭი ხუთ საკითხს უყარეს და ა(ა)იპ ,,ქალაქ ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ მუშაობის შესახებ, ანგარიში მოისმინეს.
ახალციხე–სვირის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხე – სვირის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, 1 800 მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება, ასევე ეწყობა სანიაღვრე არხები.
“დიალოგი” – არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების პრობლემები
არაქართულენოვანი მოსახლეობის 53 % ქართულ ტელეარხებს არ უყურებს, 50 % – რუსეთს საფრთხედ არ აღქვამს. 63 %–ს არ აინტერესებს საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის საგარეო კურსი. 61 % –ს კი შიდაპოლიტიკა … Continue reading
პირველი აგვისტოდან, მოსახლეობა მიწას გამარტივებულად დაირეგისტრირებს
მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი 1-ლი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება, რაც, მთავრობის პროგნოზის თანახმად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს, დაურეგისტრირებელი მიწები საკუთრებაში გამარტივებულად დაირეგისტრიროს.
ახალციხეში “ივლიტობის” დღესასწაულისთვის ემზადებიან
28 ივლისს მართლმადიდებლები წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაიწყეს ახალციხეში, სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
სამცხე–ჯავახეთში 180 პროექტი, ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში დაფინანსდა
პროექტის ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებისთვის 240 პირი შეირჩა.
ახალციხის თემში, საჯარო მოხელეთა კონკურსის მონაწილეებთან, გასაუბრება დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება დაიწყო. ბოლო ეტაპში მონაწილეობას 44 კონკურსანტი მიიღებს. ის, ვინც ტესტირისას, ბარიერი გადალახა.



You must be logged in to post a comment.