ეთნიკური უმცირესობის პრობლემები წინასაარჩევნო პროგრამებში
რამდენად იცნობენ პოლიტიკური ძალების ადგილობრივი წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობის პრობლემებს და რა გზებს გვთავაზობენმათ მოსაგვარებლად საარჩევნო პროგრამის მიხედვით – ,,საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ ამჯერად სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საკითხით დაინტერესდა.
„ქართული ოცნების“ აქტივისტები ახალციხის ქუჩებს ასუფთავებენ
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ახალციხის ქუჩებს ასუფთავებენ. ახალგაზრდებმა აქცია ცენტრალური პარკიდან დაიწყეს.
სამცხე–ჯავახეთში საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
სამცხე–ჯავახეთის ექვსმა მაცხოვრებელმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ნივთების გამოფენა ახალციხეში
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამხანაგობის „ისინი ჩვენ შორის არიან“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა მოეწყო.
სტიქია ახალციხეში – განადგურებულია ხეხილი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები
ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი ახალციხეში – სტიქიამ ქალაქი მნიშვნელოვანად აზარალა. განადგურებულია ხეხილი და ნარგავები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ნალექი ჩავიდა ახალციხის ბაზრის შენობაშიც.
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე ქარმა კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა
ახალციხეში, მერაბ კოსტავას ქუჩის 163 ნომერში ქარმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავის ნაწილი გადახადა. დაზიანებული კორპუსი ახალციხის მერიის პირველმა პირებმა მოინახულეს.
აკაკი მაჭუტაძე: „თითქმის წელიწადნახევარი, მოადგილის მოვალეობას, პრაქტიკულად, გიორგი მიქელაძე ასრულებდა“
თითქმის წელიწადნახევარი მოადგილის მოვალეობას პრაქტიკულად გიორგი მიქელაძე ასრულებდა – ეს განცხადება „მეცხრე არხთან“ მხარის გუბერნატორმა მოადგილის დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე გახდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი მიქელაძე გახდა. რეგიონის გუბერნატორმა თანამშრომლებს იგი ოფიციალურად წარუდგინა.
თეატრალურ პრემიაზე “დურუჯი” მესხეთის თეატრი ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი
თეატრალურ პრემიაზე “დურუჯი” მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი.
ახალქალაქში რკინიგზის სადგურის მუშებმა მშენებლობა შეაჩერეს
ახალქალაქში რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული თანამშრომლები გაიფიცნენ. პერსონალი დაგვიანებული ხელფასების მიღებას ითხოვს.
იუსტიციის მინისტრი, ახალციხეში, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა, ახალციხეში, მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების თაობაზე შეხვედრა გამართა.
იუსტიციის მინისტრმა ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. თეა წულუკიანი პროცესს ადგილზე გაეცნო.



You must be logged in to post a comment.