ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ – თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ახალგაზრდა ამომრჩევლების კითხვებს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა.
ბაკურიანში ფეკალური მასა სანიაღვრე არხში მოედინება
ბაკურიანში, ადგილობრივები და დამსვენებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობა წუხს, რომ დაბაში ფეკალური მასა გზაზე ღიად მოედინება.
ახალციხე–ადიგენის ოლქის დეპუტატობის კანდიდატებმა, პირველი დებატები გამართეს
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატებმა, პირველი დებატები გამართეს. ხუთივე მათგანი, დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრში შეკრებილ საზოგადოებას, მათ საარჩევნო პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში გერბი და დროშა ვერ შეარჩიეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სამუშაო ჯგუფმა სიმბოლიკის ესკიზი მესამედაც დაიწუნა. გერბისა და დროშის შესარჩევად კომისია კონკურსს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს.
ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში, დეპუტატობისთვის ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს
ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. არტაშეს ფალანჯიანი და რობერტ ჯაღაცპანიანი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებენ.
ახალციხე–ადიგენის ოლქში, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დეპუტატობისთვის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. ნუგზარ პარუნაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად, #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 13 აგვისტოს დაარეგისტრირა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ვალეში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდები ერთმანეთს ჭადრაკში, შაშში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ.
ახალციხის ციხე ახალგაზრდებს დღეს უფასოდ უმასპინძლებს
დღეს ახალციხის ციხის დათვალიერება, 29 წლამდე ასაკის მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. ამ აქციით, კომპლექსი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, გედევან ფოფხაძის ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მმართველი პარტიიდან, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი გიუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, გედევან ფოფხაძის ძმა და ,,ქართული ოცნების“ ათამდე მხარდამჭერი, გიუაშვილსა და … Continue reading
ახალციხეში უფასო სასწავლო კურსები იხსნება
სასწავლო ცენტრი „ბიზნეს სისტემა“ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების ინიციატივით გაიხსნება. ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“, ადგილობრივების სასწავლებლით დაინტერესებას შეეცდება.
ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებმა “ზეკარობის” დღესასწაული იზეიმეს
ადიგენისა და ბაღდათის ხალხთა მეგობრობა მეორე წელია ზეკარში, ორი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე 9 აგვისტოს აღინიშნება.
პრემიერ მინისტრმა ბორჯომის ისტორიული პარკი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკს ესტუმრა. გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.



You must be logged in to post a comment.