”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ

ართლმადიდებელი სამყარო 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.

თეა წულუკიანმა ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

26 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალციხის მუნიციპალიტეტში ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ

28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 სექტემბერს საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სოფელი ფოკა გაზიფიცირდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკა გაზიფიცირდა. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა.

ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა

ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა. დღეიდან, 26 სექტემბრიდან, ქალაქის თვითმმართველობამ მუშაობა ახალ ადმინისტრაციულ შენობაში დაიწყო. 

24 სექტემბერს, ვარძიაში “შოთაობას” აღნიშნავენ

24 სექტემბერს, ვარძიაში “შოთაობას” აღნიშნავენ. პოეზიის სახალხო დღესასწაული 11:00 საათზე დაიწყება. 

სხვილისში, სომხური უბნის ამომრჩეველი კანდიდატებს არ იცნობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში, სომხური უბნის ამომრჩეველი კანდიდატებს არ იცნობს. ადგილობრივების ნაწილმა არ იცის არჩევნების ზუსტი თარიღი. 

ნონა ქოზაშვილი – ერთადერთი ქალი კომბაინერი საქართველოში

ახალციხელი ქალი, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპები და თავისი საქმიანობით მთელმა ქვეყანამ გაიცნო – ნონა  ქოზაშვილი უკვე წლებია კომბაინს მართავს და ფერმერებს მარცვლეული კულტურების აღებაში ეხმარება. ავტორები: თიკო კურტანიძე, დავით ჯვარიძე.  

ახალციხელ მეწარმეებს ევრო სტანდარტებზე სემინარი ჩაუტარდათ

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ მეწარმეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ, სემინარი ჩაუტარდათ.

ადიგენი–ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დებატები

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა სამოქალაქო განვითარების საკითხებში – ეს ის თემებია, რომელზეც 21 სექტემბერს ახალციხე–ადიგენის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვა  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ … Continue reading

ბარალეთში, არჩევნების თემაზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში, არჩევნების თემაზე,  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ“ გაუწია.

ახალციხეში ფერმერები ტონობით დაავადებულ კარტოფილს ნიადაგში ტოვებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილი  ტონობით კარტოფილს მიწაში ტოვებს. მშრალმა და სველმა სიდამპლემ თითოეულ ფერმერს მოსავლის თითქმის 80%  გაუნადგურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე