”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ფერსაში კლუბის შენობის სახურავი დაიწვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში კლუბის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო–სამაშველო სამსახურები, როგორც ახალციხიდან, ასევე ბორჯომიდან. 

ახალციხის 28–ე უბანზე პირველი ამომრჩეველი ლავრენტი ბალახაშვილია

ახალციხის 28–ე უბანი მოქალაქეებისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ამ დროისთვის გამოცხადდა პირველი ამომრჩეეველიც,  თუმცა, მან ხმის მიცემა 08:15 წუთზე შეძლო.

ახალციხეში „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ სამ შენობას იყენებს

ახალციხეში „ქართული ოცნება“ სამ შენობაშია განლაგებული. აქედან ორი კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს, ერთი– რუსთაველის ქუჩაზე.

,,სოციალურმა სამსახურმა ჩემს გაჭირვებაზე თანხა დაზოგა” – ირა ინასარიძე

ირა ინასარიძე პასუხს კითხვაზე – რატომ მოეხსნა მის ოჯახს სოციალური დახმარება, შესაბამისი სამსახურისგან ითხოვს.

„ქართული ოცნების“ ოფისების წინ რიგითი მოქალაქეებისთვის პარკირება შეიზღუდა

წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ოფისების წინ რიგითი მოქალაქეებისთვის ავტომობილების  პარკირება შეიზღუდა. ტერიტორიაზე მანქანებს, მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერები აჩერებენ.

ვლადიმერ ზედგინიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრები დაასრულა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ

თბილისში დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართება. პარტიის ლიდერები მხარდამჭრებს ვარდების მოედანზე 16:00 საათზე ელოდებიან.

ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს, მთავრობამ მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს

ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სიმონ პარუნაშვილსა და რატი ტატალაშვილს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით,  მთავრობამ მათ მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

ქეთევან ხმალაძეს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმისა და  მკვლელობის საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ექვსი ბრალდებულიდან მხოლოდ ერთი – დარიკო შავაძე გაამართლა. 

„დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ბაზაზე არსებულ კლინიკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

„დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ დაქვემდებარებაში არსებულ გინეკოლოგიურ კლინიკაში სარემონტო სამუშაოები იწყება. კლინიკა  ახალი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

გიორგი მარგველაშვილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს მიესალმა და სიტყვით გამოსვლა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო.

სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორს, ყოფილი თანამშრომლები, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ყოფილი თანამშრომელები  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს პირადი ანგარიშსწორების გამო, სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე