”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რეგიონული მედიის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან

საქართველოს პრემიერ –მინისტრი დღეს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” პრესკონფერენციაზე, რეგიონის ჟურნალისტებთან  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და მათ დასმულ კითხვებს უპასუხა.

14/03/2013

ახალციხის გამგებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა

ახალციხის მუნიციპალიტეტს გამგებლის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს. დღეიდან ეს თანამდებობა ბესიკ ბლიაძემ დაიკავა. ახალციხის განახლებული ციხის ყოფილი დირექტორი დღეს გამგებლის პოსტზე საკრებულოს თავმჯდომარემ თავად წარადგინა. მის კანდიდატურას მხარი 25 დეპუტატიდან … Continue reading

12/03/2013

ახალციხიდან სამინისტროში 24 პროექტი გაიგზავნება

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა გამგეობაში პროექტები წარადგინეს, რომელიც დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება. სამინისტროში წარსადგენად 24 პროექტია მომზადებული. ახალციხის გამგეობაში, ძირითადად დიდთანხიანი პროექტები შეირჩა. მცირე თანხიანებს კი … Continue reading

11/03/2013

დავით ნარმანიამ სამცხე–ჯავახეთის განვითარების პროექტები განიხილა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. დავით ნარმანია რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდა და 200 მილიონიანი ფონდის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.

06/03/2013

ბესიკ ხითარიშვილს დღეს გამგებლობის ვადა ამოეწურა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს დაკავებულ თანამდებობაზე  სამ თვიანი  ვადა დღეს ამოეწურა. მიუხედავად ამისა  მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკონკურსო კომისია არ შექმნილა და შესაბამისად,  გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. როგორც … Continue reading

06/03/2013

ახალციხეში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი განახლდა

ახალციხეში, სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. კომპანია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ფინანსური პრობლემების გამო   წყლის სისტემის რეაბილიტაცია  შეწყვიტა,  ქალაქში  სამუშაოებს ისევ აგრძელებს. დღეს სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველმა … Continue reading

05/03/2013

პედაგოგთა პრობლემები ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები ანაზღაურების ჩარიცხვის დაგვიანებაზე საუბრობენ. მასწავლებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს.  როგორც პედაგოგები განმარტავენ, სკოლას ხელფასის გასაცემად ვაუჩერული სისტემით 90 პროცენტი ჩაერიცხა, დანაკლისი კი სამინისტროს … Continue reading

01/03/2013

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მესხ აბიტურიენტებს უმასპინძლეს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უმასპინძლა. პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

01/03/2013

აქვს თუ არა ელექტროენერგიის ხშირ გათიშვას პოლიტიკასთან კავშირი?

ახალციხის მუნიციპალიტეტში ელექტრო-ენერგიის ხშირმა გამორთვამ ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. „ენერგო–პრო ჯორჯიას” ახალციხისა და ადიგენის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დენი არა მარტო მუნიციპალიტეტს, არამედ მთელს რეგიონს შეფერხებით მიეწოდებოდა.

01/03/2013

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საქართველოს პროკურატურამ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკვე ყოფილ თანამშრომელებს სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. საქმე ეხება ახალციხის ციხის მშენებლობას, რომელთან დაკავშირებითაც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო … Continue reading

01/03/2013

აწყურის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მაცხოვრებლები ადმინისტრაციულ შენობაში გამგეობის პირველ პირს შეხვდნენ. მეწყერული ზონიდან გამოსახლებულმა მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ტერიტორიის შესწავლა და კომპენსაცია მოითხოვა.

23/02/2013

ახალციხეში რეგიონის განვითარების საკითხები განიხილეს

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული  განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, ქვეყნის მაშტაბით შეხვედრებს აგრძელებს. დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ და ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა რეგიონის განვითარების საკითხები ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში განიხილეს.

22/02/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე