პოლიციის დღე ახალციხეშიც აღინიშნა
დღეს პოლიციელებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საზეიმო და მისალოცი ღონისძიებები ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოშიც გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული თურქეთის ქალაქ არდაგანს ეტუმრა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული ივანე წიკლაური დღეს სამუშაო ვიზიტით, მეზობელი თურქეთის მოსაზღვრე მხარეს, არდაგანს სტუმრობდა. მან მხარის გუბერნატორთან და სასაზღვრო კომისართან სეიფეთთინ აზიზოღლუსთან საპროტოკოლო შეხვედრა გამართა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს … Continue reading
სეტყვამ ახალციხეში მოსახლეობა დააზარალა
სტიქიამ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში 300–მდე ოჯახი აზარალა. სეტყვამ, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადგილობრივებს ხილ–ბოსტნეული მთლიანად გაუნადგურა.
9 მაისი ახალციხეში
დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 68-ე წლისთავი აღინიშნა. ეს დღე საზოგადოებამ ახალციხეშიც გაიხსენა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიება გამართა, რის შემდეგაც ისინი საზეიმო სადილზე მიიწვიეს.
ბოლაჯურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში. ბოლაჯურის მოსახლეობა დღეს გამგეობის შენობასთან შეიკრიბა. მათ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს სასმელი და სარწყავი წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება მოთხოვეს.
ბოლაჯურის მოსახლეობამ ადიგენში საპროტესტო აქცია გამართა
აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში. ბოლაჯურის მოსახლეობა დღეს გამგეობის შენობასთან შეიკრიბა. მათ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს სასმელი და სარწყავი წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მოსთხოვეს.
ვინ შეაკეთებს სტიქიით დაზიანებულ სახურავს?
სტიქია ახალციხეში. ძლიერმა ქარმა ასპინძის ქუჩაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და ეზოში მდგომ ავტომობილებს დაეცა. ავტომობილები დაზიანდა თამარაშვილისა და მანველიშვილის ქუჩებზეც, სადაც ქარმა ხეები მოგლიჯა.
“ოპიზარის” ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო
ახალციხის პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში” გამწვანების აქცია გაიმართა. სასწავლებლის ეზოში 200–მდე ვერცხლის ფერი ნაძვი და ბიოტები დაირგო. ღონისძიება გაეროს განვითარების პროექტის „მდგრადი განვითარება და გაეროს მიმართ პასუხისმგებლობა” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში … Continue reading
ძარცვა იმიტირებულად
იმიტირებული სასამართლო პროცესი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო –სასწავლო უნივერსიტეტში. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა სისხლის სამართლის საქმე, პირობითად, ძარცვის შემთხვევა განიხილეს. იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა მიიღეს.
რა მიმართულებით დაიხარჯება ახალციხის გაზრდილი ბიუჯეტი?!
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის მიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ცნობილი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში, დღევანდელ სხდომაზე გახდა. როგორც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ამბობენ, თანხები წლის დასაწყისში გარდამავალი ნაშთის ხარჯზე გადანაწილდა.
ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად “ფარავან ჰესზე” მუშაობა შეწყვიტეს
გაფიცვა „ფარავან ჰესზე”. ჰიდროელექტრო სადგურის გვირაბში დასაქმებულმა ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. მუშები არასაკმარის ანაზღაურებას, ზეპირ კონტრაქტსა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
კარწახში სარკინიგზო გვირაბი აშენდება?!
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალ ფაზაში შედის. კარწახის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაიწყება. ადგილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს დღეს საქართველო-თურქეთის დელეგაციამ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში კარწახში დროებითი გამშვები პუნქტის მშენებლობაც იგეგმება, … Continue reading



You must be logged in to post a comment.