”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“განრიდების პროგრამის” პრეზენტაცია ახალციხეში

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირში „განრიდების პროგრამის” პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას სამოქალაქო სექტორთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები დაესწრნენ. ახალგაზრდებს პროგრამის მნიშვნელობა ორგანიზაციიის ადვოკატმა განუმარტა.

25/07/2013

სამუშაოები იშხანში პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე აღარ ხორციელდება

კულტურის სამინისტროს ცნობით, ქართველ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატაბით დასრულდა. ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები; შედგა ორი ქვეყნის, თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების სატელეფონო საუბარი, კულტურის მინისტრების … Continue reading

23/07/2013

მარტოხელა დედებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად კანონპროექტი შემუშავდა

ოჯახური ძალადობა და ,,მარტოხელა დედებისათვის ” აუცილებელი პირობების შექმნა- ამ თემებზე  ,,სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებაში” იმსჯელეს.  თვითმმართველობის,   არასამთავრობო და იურიდიული სექტორის წარმომადგენლებმა ახალი კანონპროექტი განიხილეს.

22/07/2013

უტყისუბნის გაქვავებულ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება

უტყისუბნის გაქვავებულ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულ უნიკალურ მასივს სახელმწიფო დაიცავს. აღნიშნული ადგილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა.

22/07/2013

ახალციხის ,,მეცხრე არხის” წარმატებული ისტორია

„წარმატებული  ისტორია ახალციხის მე-9 არხზე” -ასე ეწოდა ფილმს, რომლის გადაღება ადგილობრივ ტელეკომპანიაში დასრულდა. პროექტი USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა  და 22 რეგიონული მაუწყებლიდან მხოლოდ ახალციხის ტელევიზია შეირჩა.

22/07/2013

იშხნის სარესტავრაციო პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა

კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა დღეს სამინისტროში ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართულ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატებით დასრულდა. მიზანდარის თქმით, ამ ეტაპზე, … Continue reading

22/07/2013

მეუფე თეოდორე: ,,მინდა მოვუწოდო მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე”

მრევლისა და სასულიერო პირების დაპირისპირებას საპატრიარქოს კომისია შეისწავლის. ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირების ფაქტს საპატრიარქოს კომისია შეისწავლის, ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. “პატრიარქმა და … Continue reading

22/07/2013

ვალეს საბაჟოზე 100 000 აშშ დოლარი ამოიღეს

სამართალდამცველებმა ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული 100 000 აშშ დოლარი ამოიღეს.  შსს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არადეკლარირებული თანხა საბაჟო გამშვებ პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის საქართველოს … Continue reading

22/07/2013

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი თანაშემწე ჰყავს

    ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი თანაშემწე ჰყავს, ბესიკ ბლიაძემ სოფლის მეურნეობის დარგში, ბიძინა გოგოლაძე დღეს გამგეობის თათბირზე ოფიციალურად წარადგინა. “მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ახალი ცენტრი შეიქმნა, სადაც გამგეობის სპეციალისტები  გადავიდნენ.  ამიტომ,  … Continue reading

22/07/2013

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტი განიხილეს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა. მასში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგელებმა მიიღეს. მონაწილეებმა შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილების სამი პროექტი … Continue reading

19/07/2013

სტიქია სოფელ პტენაში

ძლიერმა სეტყვამ და გრიგალმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი პტენა დააზარალა. გვიან ღამით დაფიქსირებულმა სტიქიამ ადგილობრივებს ხეხილი, ნათესები და ნარგავები მთლიანად გაუნადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილებიც.

18/07/2013

ახალციხეში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება

18/07/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე