”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მეუფე თეოდორე – პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება, – ამის შესახებ წუხელ, სიონის ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა. … Continue reading

30/07/2013

“ბორჯომსა” და “ნაბეღლავს” მოსაკრებელი ეზრდება

„ბორჯომზე” და „ნაბეღლავზე” მოსაკრებელი იზრდება. საქართველოს პარლამენტმა, “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ” კანონპროექტი მესამე  მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც კომპანიებს მინერალურ წყალზე გადასახადი სამჯერ გაეზრდებათ.

27/07/2013

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები ბაზალეთში გაემგზავრნენ

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის  სამოქალაქო კლუბის ბოლო 8 წევრი ბაზალეთში  გაემგზავრა. ბანაკში ისინი 5 დღის განმავლობაში დარჩებიან და სამოქალაქო განათლებასა და ლიდერობასთან დაკავშირებით ტრენინგს გაივლიან.

27/07/2013

ფარავნელები თანასოფლელებს მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ

სოფელ ფარავნის მაცხოვრებლებმა ახალციხეში აქცია გამართეს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული 40–მდე ადგილობრივი მიწის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით,  სამხარეო ადმინისტრატორთან ჩამოვიდნენ.

27/07/2013

ვანო მერაბიშვილის ბიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღეს ჩანიშნული შპს “ტაოს” ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი გადაიდო. ლევან თუმანიშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ადვოკატმა განაცხადა, პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა.

27/07/2013

ახალგაზრდები სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებით ინტერესდებიან

პრიორიტეტი  სოფლის მეურნეობა და ამ სფეროში მიმდინარე პროცესები, რა პრობლემები და გამოწვევები დგას  საქართველოში  აღნიშნული დარგის განსავითარებლად.  ამ თემაზე  ახალციხეში სტუდენტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის” პროექტის … Continue reading

26/07/2013

სამცხე–ჯავახეთის სატყეოს უფროსად ლევან ხოზრევანიძე დაინიშნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის  უფროსად ლევან ხოზრევანიძე დაინიშნა. ამის შესახებ ,,ექოს“ ინფორმაცია რეგიონულ სამმართველოში დაუდასტურეს. ,,ვიცით, რომ ახალი უფროსი კონკურსის საფუძველზე შეირჩა … Continue reading

26/07/2013

სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში,  ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან 40 –მდე ადამიანია შეკრებილი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან ითხოვს შეხვედრას. როგორც ჯავახეთის მაცხოვრებლები ამბობენ, მათ პრობლემები სასოფლო–სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით შეექმნათ. სოფელ … Continue reading

26/07/2013

რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ნაციონალები ეთიშებიან

რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ნაციონალები ეთიშებია.

25/07/2013

ლევან ბაღდავაძე : “ბიზნესზე ზეწოლა არც “ბორჯომს” და არც ადამიანებს არგებთ”

მედიატური ბორჯომის ჩამომსხმელ ნომერ 1 ქარხანაში. კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორის მოადგილემ რეგიონული და ცენტრალური ტელეკომპანიების ჟურნალისტებს უმასპინძლა. კორესპონდენტებს ლევან ბაღდავაძემ ქარხანა და მინერალური წყლების პარკი დაათვალიერებინა. მან ბორჯომში … Continue reading

25/07/2013

ზურაბ ჩილინგარაშვილი: ,,ჭელაში მინარეთი უკანონოდ დაიდგა”

22 მეტრი სიმაღლის მინარეთი და მის გარშემო გაჩენილი გაურკვევლობა–ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის გვერდით ისლამის მიმდევრებმა მინარეთი დადგეს. დასახლების მუსლიმი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ამ ქმედებით ისინი ქრისტიანი მეზობლების უფლებებს არ … Continue reading

25/07/2013

პრემიერი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ გამორიცხავს

   მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ეკონომიკური გუნდის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მან მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე … Continue reading

25/07/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე