ჭელის მაცხოვრებლები ახალციხისკენ მიემართებიან
ამ წუთებში, 20–მდე ავტომანქანით მუსლიმი მაცხოვრებლები ადიგენიდან ქალაქ ახალციხისაკენ მიემართებიან. სავარაუდოდ, ისინი სოფელ ჭელაში სამართალდამცავების მიერ დაკავებული 11 ადამიანის მხარდასაჭერად აქციის გამართვას გეგმავენ. მოვლენათა განვითარებას ,,ექოს” გადამღები … Continue reading
სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა
22 მეტრიანი მინარეთის კონსტრუქცია სოფელ ჭელაში დღეს დაიშალა, იგი სამართალდამცავებმა სოფლიდან გაიტანეს. აღნიშნულ ფაქტს ჭელაში მცხოვრები მუსლიმები აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო, როდის აპირებდა ადგილობრივი თვითმმართველობა მინარეთის დაშლას. ადგილობრივების … Continue reading
საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე
ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების საარტილერიო სწავლება მიმდინარეობს.
ასპინძაში გველმა 60 წლის ქალბატონი დაკბინა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში გველმა 60 წლის ქალბატონი დაკბინა. “მე–9 არხი” დაზარალებულის ოჯახს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს 7 საათისათვის მოხდა. “გველმა ქვედა კიდურზე უკბინა და გაუკაწრა, რის … Continue reading
აგვისტოს ომი ახალციხეშიც გაიხსენეს
“ჩვენ გვახსოვს აგვისტოს ომი”–ამ დევიზით დღეს ახალციხის ცენტრალურ პარკში აქცია მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირთან” არსებულმა ახალგაზრდული ცენტრის ბავშვებმა, ქალაქის ცენტრში ომის ამსახველი პლაკატებით მსველეობა მოაწყვეს. მათ ცენტრალურ პარკში, … Continue reading
ირაკლი ალასანია:”ჩვენ მთელს საქართველოში ვავითარებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას”
თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან, მის მოადგილეებთან, პოლკოვნიკებთან არსენ ცუხიშვილთან და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია. ცენტრის მეთაურმა ირაკლი ალასანიას ბაზაზე არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა … Continue reading
დავით ბაქრაძე ასპინძას ესტუმრა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის ვიზიტი ასპინძაში. დავით ბაქრაძე, ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატთან ტარიელ ლონდარიძესთან ერთად სოფელ საროს ესტუმრა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ პრობლმებს გაეცნო და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
დავით ბაქრაძე: “ხელისუფლებისა და ოპოზიციის ვალდებულებაა, ერთმანეთთან ჩხუბს თავი დავანებოთ და მივხედოთ გაჭირვებულ ადამიანებს”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი, დღეს ასპინძას ესტუმრა. დავით ბაქრაძემ მუნიციპალიტეტში ვიზიტი სოფელ საროდან დაიწყო, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე ესაუბრა. დავით ბაქრაძემ და ასპინძის მაჟორიტარმა … Continue reading
ჯემალ იაკობაძე: “ლევან ცაბაძე გვეუბნება, რომ რწმუნებულების გათავისუფლება ზემოდან აქვს დავალებული”
ასპინძაში, რწმუნებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით “მე–9 არხს” ტერიტორიული გაერთიანების ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ. სოფელ რუსთავის თემის რწმუნებული “ექოს” უყვება, რომ გამგებელმა ლევან ცაბაძემ, ისინი 2 აგვისტოს დაიბარა თათბირზე და განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის … Continue reading
ასპინძაში, რწმუნებულების გათავისუფლებას ყოფილი გამგებელი ეხმაურება
“ყველა ასპინძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რომელთაც უკანონოდ დააწერინეს განცხადებები ღირსეული ადამიანები არიან. მათი დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგია ასპინძის მუნიციპალიტეტში ასეულობით წარმატებით გახორციელებული ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი. ეს ადამიანები … Continue reading
ოთარ ლონდარიძე: “გამგებელმა მოგვთხოვა დაგვეწერა განცხადებები და მშვიდობიანად წავსულიყავით”
ასპინძის გამგებელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა, ამჯერად სოფლის რწმუნებულებს მოსთხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, “მე–9 არხი” მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ცაბაძეს ვერ დაუკავშირდა, თუმცა სოფლების საროსა და ნიჯგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს … Continue reading
თათბირზე განხილული თემები
რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ სასოფლო სამეურნეო ბარათები?–ეს კითხვა ახალციხის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ტრადიციულ თათბირზე დასვა. სოფლის რწმუნებულებმა კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს.



You must be logged in to post a comment.