”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მეუფე თეოდორე: ,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინარეთი აღარ დამონტაჟდება”

ამ წუთებში ახალციხეში შეკრებილ აქციის მონაწილეებს ქორეპისკოპოსები თეოდორე და იაკობი მიმართავენ. ,,უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერისთვის იქნება მომგებიანი, თქვენ აჩვენეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სიყვარული, სამშობლოს დაცვა, ჩვენ შეგვიძლია … Continue reading

29/08/2013

ადიგენის გამგებელს სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ადიგენის გამგებელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. სიმონ პარუნაშვილის პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით … Continue reading

29/08/2013

მართლმადიდებელი მოსახლეობის აქციები ახალციხესა და ადიგენში

ამ წუთებში ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავს მართლმადიდებელი მოსახლეობა. აქციის მონაწილეებს სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც უერთდებიან. შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი მინარეთის რეგიონში შემოტანას არ დაუშვებენ.

29/08/2013

გიორგი კოპაძე: ,,თუ გადაივლიან ჩვენს გვამებზე წაიღონ და დადგან”

აქციის მონაწილეები  ამ წუთებში  საზოგადოებას მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას და გამოხატონ თავიანთი პოზიცია რელიგიისა და ქვეყნის გადასარჩენად.  ,,ჩატარდეს რეფერენდუმი და ყველამ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი რწმენისა და სინდისის წინაშე, ეს არის … Continue reading

29/08/2013

ტარიელ ლონდარიძე: ,,ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება”

27. 08. 2013 წ. იხილეთ: საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური განცხადება ადიგენის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით ადიგენის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას აქვეყნებს

28/08/2013

რა ხდებოდა ჭელაში მინარეთის დემონტაჟის დროს?

მინარეთის დემონტაჟი და ხმაური ადიგენსა და ახალციხეში.  26 აგვისტოს სოფელ ჭელამდე მისასვლელი ცენტრალური გზა  და კიდევ ორი შემოვლითი გზა ,,ექოს“ გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა. სამართალდამცავები მედიასთან გზის გადაკეტვის მიზეზებზე არ … Continue reading

28/08/2013

გიორგი ვაშაძე: ,,გვერდში დავუდგებით სიმონ პარუნაშვილს და ამ უკანონობას არ ვაპატიებთ ხელისუფლებას”

დღეს 12 საათზე,  სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მოსახლეობას და ნაციონალური მოძრაობის  დეპუტატებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე შეუერთდა. მისი ახალციხეში ჩამოსვლის მიზანი, როგორც მედიასთან საუბრისას განმარტა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავება … Continue reading

28/08/2013

ბექა მინდიაშვილი ჭელაში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება

თეოლოგი და უფლებადამცველი ბექა მინდიაშვილი ჭელაში მომხდარ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:            ,,როდის იქნება “ინციდენტი” ამოწურული? მაშინ, როდესაც მინარეთის მოჭრის უკანონო ბრძანების ავტორს პასუხისგებაში მისცემენ, პასუხისგებაში მისცემენ შსს-ს თანამშრომლებს, რომლებმაც … Continue reading

27/08/2013

მიხეილ სააკაშვილი: ,,მოვუწოდებ მთავრობას შეწყვიტოს სიძულვილის ენით ლაპარაკი”

ადიგენში მომხდარ მოვლენებზე  საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება  ბათუმში ვიზიტის დროს გააკეთა: „მე მინდა გამოვეხმაურო იმ უკანონობას, რომელიც ჩადენილი იქნა ქართველი მუსლიმების მიმართ და რომელმაც აღაშფოთა ბევრი ქართველი მართლმადიდებელი. რაც მოხდა ადიგენში, … Continue reading

27/08/2013

ადიგენის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას აქვეყნებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სიმონ პარუნაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ფაქტებზე დააკავეს. კერძოდ, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, … Continue reading

27/08/2013

ჯემალ პაქსაძე: ,,მინარეთის საქმეზე მუშაობა დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შემდეგ დაიწყება”

ამ წუთებში,  სამმართველოს შენობიდან გამოვიდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, მან შეკრებილებს მოლაპარაკების დეტალები გააცნო. მისი თქმით სიტუაცია განმუხტულია და დაკავებულ ადამიანებს უახლოესი ერთი საათის განმავლობაში გამოუშვებენ, რაც … Continue reading

27/08/2013

ვანო მერაბიშვილი: ,,ადიგენის გამგებელი აბსურდული ბრალდებებით დააკავეს”

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი საკუთარ განცხადებაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავების ფაქტსაც ეხმაურება: ,,ამ შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ადიგენის გამგებლის აბსურდული ბრალდებებით დაკავება, სიტუაციას რაიონში კიდევ უფრო დაძაბავს. მიმაჩნია, რომ ადიგენში სიტუაციის … Continue reading

27/08/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე