დავით ბაქრაძე ახალციხეში ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შეხვდა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დღეს ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა და მერსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, არჩევნების შედეგები მიულოცა.
სასჯელი პოლიტიკური სიმპათიების გამო, თუ ტექნიკის გაუმართაობა – რატომ აღარ ემსახურება ყულალისს სკოლის ავტობუსი?
17 ბავშვი სოფელ ყულალისიდან პამაჯამდე, დაახლოებით, ერთი კვირაა სკოლაში ფეხით დადის. ოფიციალური მიზეზი დანიშნული ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობაა, ადგილობრივები კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერისთვის ისჯებიან.
მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სააგენტოსგან, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს
მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მოხის სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები თვლიან, რომ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, საკმარისი დრო ჰქონდა.
ცესკომ მეორე ტურის შესაძლო თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა.
ახალციხეში ვეტერანების დღე აღინიშნა
17 ოქტომბერი ვეტერანების დღეა. ქალაქის ცენტრალურ პარკში, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრებს პროფესიული დღე მიულოცეს.
ახალციხეში “კინგსის” ოლიმპიადის შემოდგომის სეზონი გაიხსნა
კინგსის შემოდგომის სეზონს ახალციხის N6 სკოლამ უმასპინძლა. ოლიმპიადა დღეს, 16 ოქტომბერს ინგლისურ ენაში სამ ეტაპად გაიმართა. მასში მონაწილეობა II-XII კლასის მოსწავლებმა მიიღეს.
რატომ გადაწყვიტა მუსლიმმა მრევლმა სადავო შენობაში ლოცვა?
მას შემდეგ რაც, მოხის სადავო შენობას სამართალდამცველებმა ამკრძალავი ლენტი შემოავლეს, მუსლიმმა თემმა ლოცვის ჩატარება შენობის შესასვლელთან გადაწყვიტა. 15–მდე მათგანმა ნამაზის რიტუალი შეასრულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ ლოცვას მანამდე … Continue reading
დაცული სადავო შენობა
სოფელ მოხის სადავო შენობას ამკრძალავი ლენტი სამართალდამცველებმა მას შემდეგ შემოავლეს, როცა მუსლიმებმა ლოცვა დაასრულეს. მათი განმარტებით, ლოცვის აღსრულება ამ შენობაში ორი მიზეზის გამო გადაწყვიტეს. პირველი, რომ აქამდე არსებულ სალოცავში პირობები არ არის და … Continue reading
რეზო ანდღულაძემ საფრანგეთში მცხოვრები ქართველების გენეალოგია შეისწავლა
ახალციხელმა ისტორიკოსმა საფრანგეთში მცხოვრები ქართველების გენეალოგია შეისწავლა. რეზო ანდღულაძემ დაადგინა, რომ ჟაკ პაპზოვის წინაპრები ახალციხეში ცხოვრობდნენ.
სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. დალუქულია კარ–ფანჯრებიც.
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის განცხადება მოხის სადავო შენობაზე
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტმა თეოდორემ პრესკონფერენციაზე შენობაში მუსლიმი მრევლის თვითნებურად შესვლაზე ისაუბრა და შესაბამის სტრუქტურებს მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მრევლის უფლებების დაცვა სთხოვა.
“ფიცრულში” მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს
სოფელ არალში მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. ეკონომიური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ მას 22 ლარიანი დამხმარება შეუწყდა. 78 წლის მარტოხელა მამაკაცი ფიცრულში ცხოვრობს.



You must be logged in to post a comment.