”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შალვა ნათელაშვილი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი სამცხე–ჯავახეთში იმყოფება. შალვა ნათელაშვილი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უკვე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატს, დღესვე  შეხვედრები ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეშიც  აქვს  … Continue reading

28/09/2013

ზურაბ ჩილინგარაშვილი:”მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება”

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული,  სამი პირის საქმის არსებითი განხილვა  გაიმართა. სხდომაზე ორი ბრალდებული მოწმის სახით დაიკითხა, მათ შორის იყო ადიგენის … Continue reading

28/09/2013

სოხუმის დაცემიდან 20 წლის შემდეგ

სოხუმის დაცემიდან დღეს 20 წელი გავიდა.  აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, რომელიც 1993 წლის  27 სექტემბერს სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ჯარების მარცხით დასრულდა. აფხაზეთის ომში … Continue reading

28/09/2013

„მზად იყავი საფრთხესთან შესახვედრად” – პირველ სკოლაში კონკურსი გაიმართა

კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის  პირველ საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქალაქის ყველა  საპილოტე  და მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიება სამ რაუნდად ჩატარდა.  … Continue reading

28/09/2013

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისათვის შესაძლოა საქართველოს მოქალაქეები დაჯარიმდნენ

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისათვის შესაძლოა  ჯარიმები დაწესდეს. იდეას კანონპროექტის სახე აქვს და მასზე პარლამენტი ახლო მომავალში იმსჯელებს.  იმ შემთხვევაში თუ კანონი ძალაში შევა, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება სახელმწიფო ენას … Continue reading

28/09/2013

სასტუმრო “ლომსია”-ს მეპატრონეებს ფართის მითვისებაში ადანაშაულებენ

სასტუმრო „ლომსიას” მეპატრონეების მიერ მითვისებული ფართი თუ გაუგებრობა. რუსეთში მცხოვრები შალვა ჯეირანაშვილი სასტუმროს მფლობელებს 150 კვადრატული მეტრის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ მას საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს. რა მოხდა … Continue reading

26/09/2013

„გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი ყველას! “

„გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე!  გაუფრთხილდი ყველას! „ ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში  ახალციხის  მეორე საჯარო სკოლის   ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო.   მასში მონაწილეობა  სკოლის მოსწავლეებმა  და  ეკო კლუბის წევრებმა … Continue reading

26/09/2013

სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი სოზარ სუბარმა გახსნა

სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიურო, ახალ ოფისში გააგრძელებს ფუნქციონირებას, იგი  დღეს  ახალციხეში   სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გახსნა. სოზარ სუბარმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები დაათვალიერა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

26/09/2013

სოზარ სუბარი ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიურო, ახალ ოფისში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ახალციხეში ოფისი დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გახსნა. სოზარ სუბარმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები დაათვალიერა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა. რით არის … Continue reading

25/09/2013

ტარიელ ნაკაიძე:”მინარეთთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და უნდა აღსდგეს დღე-დღეზე”

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე  „პირველ რადიოსთან“ საუბრისას  აცხადებს, რომ მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება და უახლოეს პერიოდში დაიწყება მინარეთის აღდგენაც. ტარიელ ნაკაიძის თქმით სავარაუდოდ ეს პროცესი მშვიდ ვიტარებაში არ ჩაივლის, რადგან პირველ … Continue reading

24/09/2013

ტრენინგები სახანძროში

ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს პოლონელი კოლეგები ტრენინგებს უტარებენ. მათ საჩუქრად ჰიდრავლიკური მაკრატლები ჩამოიტანეს და საგზაო კატასტროფების შემთხვევისას მათი გამოყენების შესახებ ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს აცნობენ. პროექტს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა” პოლონური საერთაშორისო … Continue reading

23/09/2013

ჭელის მოვლენებით კავკასიური მედია დაინტერესდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჭელაში  განვითარებული მოვლენებით ევროკავშირისა და  კავკასიური მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაჰმადიანურ  მოსახლეობას შეხვდნენ  და სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. მართმადიდებლური მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრა  კი … Continue reading

23/09/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე