ახალციხეში ჯაყელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ჯაყელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ დროისათვის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “მეცხრე არსხს” ადგილობრივ თვითმართველობაში განუმარტეს, მშენებლობა რამდენიმე თვეს გასტანს. ჯაყელის ქუჩაზე გზა სრულად მოსაფალტდება, შეკეთდება სანიაღვრე არხები და … Continue reading
წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ
ახალციხის რესურსცენტრმა დღეს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვა. ახალგაზრდებისათვის ვერცხლისა და ოქროს მედლების გადაცემა ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში მოხდა. ახალციხისა რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ წაჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება … Continue reading
საოლქო პროკურატურა ახალციხის გამგეობაში გამოძიებას აწარმოებს
სამართალდამცავები გამგეობის რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტით დაინტერესდნენ, რის გამოც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოძიება დაიწყო. კონკრეტულად რის საფუძველზე დაიწყო ძიება ახალციხის გამგეობაში, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელელი … Continue reading
5 მარტის საინფორმაციო გამოშვების ანონსი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროკურატურა გამოძიებას ატარებს 2. ადიგენის საკონკურსო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს 3. წარჩინებული მოსწავლეები ვერცხლისა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
ადიგენში საკონკურსო კომისიას თემურ ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, თემურ ფეიქრიშვილი გახდა. იგი ამ დრომდე, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარედ მოიაზრებოდა. რაც შეეხება ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც თვითმმართველობაში მოხელეთა შესარჩევად შექმნილ საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა, … Continue reading
ახალციხეში კალათბურთის ტურნირი დასრულდა
ორგანიზაციებს შორის ტურნირი კალათბურში დასრულდა. დღეს სასპორტო სკოლაში ფინალში ერთმანეთს სპორტსკოლისა და წნისის გუნდები დაუპირისპირდნენ, დაძაბული თამაშის შემდეგ ანგარიში 46–ით 28 სპორტსკოლის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.
„მრავალფეროვნება – ჩვენი სიძლიერე“ -საზოგადოებრივი კვლევები სამცხე–ჯავახეთში
ახალციხესა და ახალქალაქში ახალგაზრდების თვალით დანახული პრობლემები – ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის“ მიერ ჩატარდა. კვლევა პროექტის „მრავალფეროვნება – ჩვენი სიძლიერე“ ფარგლებში მომზადდა … Continue reading
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. ღეიდან ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება, რომელიც თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში … Continue reading
,,ბაკურიანობა 2014″ სამთო–სათხილამურო კურორტზე
,,ბაკურიანობა 2014″ სამთო–სათხილამურო კურორტზე, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული სამი დღე ზამთრის მიწურულს. რიგით 36 –ე ,,ბაკურიანობა” სამცხე–ჯავახეთში.
ახალციხელი ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება
ახალციხელი ჯარისკაცის იმედა მურვანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი იმედა მურვანიძის გარდაცვალების გამო … Continue reading
ჯარისკაცის თვითმკვლელობა ახალციხეში
თვითმკვლელობა ახალციხეში. წუხელ, გვიან ღამით, ცხრა აპრილის ქუჩაზე, პირველადი ვერსიით, 21 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზებზე „მეცხრე არხთან“ ოჯახის წევრები და ახლობლები არ საუბრობენ. მათი თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქუთაისში, … Continue reading
3 მარტის მისალოცად მისული გამგეობის თანამშრომლები ,,უნიმედი სამცხეში” არ შეუშვეს
სიმბოლური საჩუქრებით, პირველადი მოხმარების ნივთებითა და ყვავილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს ,,უნიმედი სამცხეს“ ესტუმრნენ. მათ ჩვილები და მშობიარეები უნდა მოენახულებინათ და საჩუქრები გადაეცათ, თუმცა დედის დღის მისალოცად … Continue reading



You must be logged in to post a comment.