”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხმაური თვითმმართველობაში და პროტესტის ნიშნად დატოვებული საკრებულოს სხდომა

ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში, საკრებულოს რიგით მესამე სხდომამ ხმაურით ჩაიარა. დეპუტატებმა დღის წესრიგში არსებული 14 საკითხი განიხილეს, თუმცა სხდომაზე დაძაბულობა ახალციხის, როგორც თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების საკითხმა გამოიწვია. დეპუტატების ნაწილმა შეხვედრა დატოვა … Continue reading

31/03/2014

ამორტიზებული სავალი გზები ახალციხეში და საავარიო სიტუაციების საფრთხე

ამორტიზებული სავალი გზები ახალციხეში. მძღოლები ცენტრალურ გზებზე არსებული დაზიანებების გამო, შექმნილ საავარიო სიტუაციებზე საუბრობენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად განახლდება.

31/03/2014

პრემიერ მინისტრმა გუბერნატორებისაგან სამთვიანი მუშაობის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუბერნატორებთან დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, გუბერნატორების სამთვიანი მუშაობის ანგარიში განიხილეს. შეხვედრაზე  საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე რეგიონულ პროექტებს. პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ რაიონში არსებული … Continue reading

31/03/2014

7 თვითმმართველ ქალაქში თითო მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება

თვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე,  სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში … Continue reading

29/03/2014

ინცინდენტი ,,ახალციხის ციხეზე” ტურისტული სეზონის საზეიმო გახსნის დროს

  ამ წუთებში, ,,ახალციხის ციხის” ტერიტორიაზე  ანსამბლ ,,რუსთავის” კონცერტი მიმდინარეობს, რაც ისტორიულ კომპლექსში ტურისტული სეზონის გახსნას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ  კი კონცერტის პარალელურად, ,,ახალციხის ციხეზე” მცირე ინცინდენტი მოხდა, ,,ნაციონალური მოძრაობის” … Continue reading

29/03/2014

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება

საქართველოს ბერძნულ–რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. დღეს სპორტსმენებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ფორმები გადასცა და ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა. ეკიპირების გადაცემის ცერემონია ბორჯომში სასტუმრო ოლიმპში გაიმართა. სპორტული … Continue reading

28/03/2014

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს

       ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე პირველ რიგში გამგებლის თემა განიხილეს, სადაც ითქვა, რომ მალხაზ ჟუჟუნაძე გამგებლის მოვალეობას სააპელაციო სასამართლოდან პასუხის მიღებამდე შეასრულებს. შემდეგ კი … Continue reading

28/03/2014

ნუგზარ სამარჯიშვილი: ” ბესიკ ბლიაძე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგება”

ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე პირველი მოადგილე, მალხაზ ჟუჟუნაძე ოფიციალურად დღეს დაინიშნა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს სასამართლოდან განჩინება დღეს წარედგინა. რის საფუძველზეც ყოფილი გამგებელი ბესიკ ბლიაძე თანამდებობიდან … Continue reading

27/03/2014

სამსახურეობრივი სიყალბე თუ უფლებამოსილების გადამეტება?

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროკურატურა დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ბესიკ ბლიაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობრივი უფლებამოსილება ოფიციალურად 26 მარტიდან შეუჩერდა. ამის მიზეზი ის ბრალდება გახდა, რომელიც პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 341–ე მუხლით წარუდგინა.

27/03/2014

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში თათბირი მიმდინარეობს

     ამ წუთებში ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში თათბირი მიმდინარეობს. როგორც „მეცხრე არხის“ კორესპონდენტი იტყობინება, ახალციხის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თანამშრომლები ოლეგ სანდროშვილის კაბინეტში დახურულ შეხვედრას მართავენ. ადმინისტრაციაში … Continue reading

26/03/2014

ასპინძის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობებზე 181 განაცხადი შევიდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობეზე 181 განაცხადი შევიდა. ამ დროისათვის მათი განხილვა მიმდინარეობს. როგორც “მეცხრე არხს” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა მიქაძემ განუცხადა, საკონკურსო კომისია 24 მარტს შეიკრიბა და … Continue reading

25/03/2014

სოფელ რუსთავის მთაში წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მთებში  წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ექსპლოტაციაში შესვლის შემდეგ, საძოვარზე გასული შინაური პირუტყვი წყლით მომარაგდება. პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და ფრანგული ასოციაცია „ფერდი“ ერთობლივად ახორციელებენ. … Continue reading

24/03/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე