”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე “ნაციონალების” ლიდერებს პროვოკაციული ქმედებებისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს

„ქართული იცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ ახალციხე– ადიგენის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან პროვოკაციული ქმედებებისკენ მოწოდების ფაქტებზე ისაუბრა. განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალების ლიდერი გიორგი გაბაშვილი.

ახალციხის ოთხ უბანზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს

N 37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ოთხი უბნის მონაცემები შევიდა. ოთხივე უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ლიდერობს.

17:00 საათისთვის N37-ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 46 % შეადგინა

N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის დაახლოებით, 46 % შეადგინა. საღამოს ხუთი საათისთვის საკუთარი პოზიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში  15 900 –მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

ახალციხე–ადიგენის ოლქში არჩევნები იმართება

ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე უნდა გაიხსნას. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სასამართლო მოხელეები გადამზადდებიან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ტელეკომპანია ,,მე–9 არხში” თვითრეგულირების საბჭო ამოქმედდა

ტელეკომპანია ,,მე–9 არხში” თვითრეგულირების საბჭო ამოქმედდა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალქე თვლის, რომ მედიასაშუალებაში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, მას შეუძლია არხის თვითრეგულირების საბჭოს საჩივრით მიმართოს.

“ნაციონალების” წევრი “ოცნების” წარმომადგენელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნიკოლოზ ხიზაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გიორგი ბალიაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალს სდებს. ხიზაძის მტკიცებით, მუსხი-ურავლის საავტომობილო გზაზე,  მათ მხარის გუბერნატორის მანქანიდან გადმოსულმა ბალიაშვილმა კამერა წაართვა.  

ახალციხის პროკურატურის პროკურორი ახალგაზრდებს დანაშაულის თემაზე ესაუბრა

ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკები, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული, ქურდობა, ძარცვა – ეს ის საკითხებია, რომელზეც ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი ახალგაზრდებს ესაუბრა. 

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა სამოქალაქო საზოგადოების კითხვებს უპასუხა

რის გაკეთებას აპირებს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში – ამ საკითხზე საუბრით დაიწყო შეხვედრა ვლადიმერ ზედგინიძემ სამოქალაქო სექტორთან.

შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს უპირისპირდება

“თავისუფალი დემოკრატების” რეგიონული კოორდინატორი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს უპირისპირდება. შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს ცხრა წლის წინანდელ ამბებს უხსენებს.  

ახალციხეში რელიგიურ უმცირესობათა ლიდერებისთვის ევროკავშირის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ახალციხეში რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა გაიმართა. კათოლიკე სასულიერო პირებმა ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია მიიღეს. 

ახალცხის მერიის ურბანული მოწყობის სამსახურის ანგარიში და შენიშვნები დეპუტატებისგან

ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის მიერ, 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე