ზურაბ ჩილინგარაშვილი: “ტყუილების კასკადი მამადაშვილისგან”
რამდენიმე წუთის წინ, ადიგენის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა რევაზ მამადაშვილის ფოტო, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. რომელიც მისივე განცხადებით, 4 აპრილს 13: 34 წუთზე, ახალციხის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. “პროკურორი, … Continue reading
გამგებლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე–რაში ედავებიან ძალოვანები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს
ოლეგ სანდროშვილის ბრალეულობა თუ ხელოვნურად გამოწვეული დაპირისპირება– ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. იგი საფინანსო პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმე ასპინძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის გადახურვისა და საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან … Continue reading
4 აპრილს ახალციხეში მაია მიმინოშვილს ელოდებიან
ხვალ, სამცხე–ჯავახეთს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეწვევა. მაია მიმინოშვილი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გამართავს. ,,ეს იქნება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა აბიტურიენტებთან, პედაგოგებთან, მაგისტრანტობის მსურველებთან … Continue reading
ვიდეო, რომელშიც რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებზე საუბრობს
აღნიშნული ვიდეო მასალა ,,მეცხრე არხს” ახალციხის საკრებულომ მიაწოდა. სადაც რევაზ მერაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში მომხდარზე საუბრობს. იხილეთ ვიდეო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ;
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახური ახალი ხელმძღვანელის მოლოდინში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი ლევან ხოზრევანიძე, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ ,,ექოს“ ინფორმაცია ლევან ხოზრევანიძემ დაუდასტურა. ,,2014 წლის … Continue reading
საკრებულო მოწმის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს
დღესვე, პრესკონფერენციის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მედიას რევაზ მერაბიშვილის აღიარებითი ჩვენების კადრები მიაწოდა. რომლის თანახმადაც, იგი საკრებულოს წარმომადგენლებს საფინანსო პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე ესაუბრა. მისი თქმით, უწყების თანამშრომელთა ძალდატანებით მან ხელი დოკუმენტს … Continue reading
ასპინძის ქუჩის პრობლემა– ოლეგ სანდროშვილის წინააღმდეგ წამოწყებული საქმე
,,ექოს” მიერ 2013 წლის 29 ივნისს მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც ასპინძის ქუჩის პრობლემას ეხება, საუბარი იმ დასკნაზეა, რომლის მიხედვითაც შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერცერთი მხარის ბრალეულობა ვერ დაადგინეს. დღეს კი, ოლეგ სანდროშვილის … Continue reading
ოლეგ სანდროშვილი საფინანსო პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დღეს ბრიფინგს მართავს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ოლეგ სანდროშვილი საფინანსო პოლიციას ზეწოლაში დაადანაშაულებს. ბრიფინგი რამდენიმე წუთში დაიწყება. საქმე ეხება ასპინძის ქუჩის #28 კორპუსის გადახურვას. … Continue reading
ახალციხის ციხეს ლურჯი ფერის განათება 10 დღე ექნება
აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საღამოს რვა საათზე ახალციხის ციხე ლურჯად განათდა. აღნიშნული ინიციატივა,, ვორლდ ვიჟენ საქართველოს” ეკუთვნის. არასამთავრობო ორგანიზაცია გლობალური კამპანიის საზღვრებში საერთაშორისო ინიციატივას ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის ციხის ადმინისტაციის … Continue reading
ასპინძაში მოხელეთა შესარჩევ კონკურსში გასაუბრების ეტაპს 174 კონკურსანტი გადის
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო. კონკურსანტები გასაუბრებას 9 კაციანი კომისიის წინაშე გადიან. საკონკურსო–საატესტაციო კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე ხელმძღვანელობს. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა მიქაძის განმარტებით, კონკურსის … Continue reading
გუბერნიაში განაცხადების შერჩევა დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობებზე მიღებული განაცხადების გადარჩევა დაიწყო. მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება. მომავალი კვირისთვის კი საკონკურსო-საატესტაციო კომისია იმ გრაფიკს დაადგენს, რომლის მიხედვითაც გასაუბრება ჩატარდება. … Continue reading
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა
31 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში გაიმართა პრესკონფერენცია დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2014 წლის 1 აპრილიდან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე აქტიურდება დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც … Continue reading



You must be logged in to post a comment.