როდის დაიწყება აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ახალციხეში?
თვითმართველობის არჩევნებამდე ორი თვე რჩება, ახალციხეში პოლიტიკური პარტიები წინა საარჩევნო სამზადისში არიან თუმცა აქტიური კამპანია დაწყებული არ აქვთ. ზოგ მათგანს ამ დრომდე ოფისიც არ გაუხსნია. ჯერ–ჯერობით უცნობია ვინ იქნებიან თვითმართველ … Continue reading
ლაშა ამირეჯიბი: ” ახალციხეში მართვის სადავეები კვლავ ,,ნაციონალებს” აქვთ”
,,ახალციხეში არ არსებობს ,,ქართული ოცნების” შტაბი, იქ ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გამოქცეული ადამიანები არიან”, – აცხადებს ,,სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი. მისი განმარტებით, აღნიშნულ პირებს მოსახლეობა პატივს არ სცემს და თვითმმართველობის არჩევნებში … Continue reading
“კულინარიული შოუ”–ახალი დროით
ყოველ ხუთშაბათს 22:00 საათზე, არ გამოტოვოთ– “კულინარიული შოუ” ლუბა გიორგაძესთან ერთად
მაია მიმინოშვილი ახალციხელ აბიტურიენტებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეწვია. მაია მიმინოშვილმა შეხვედრა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გამართა.
აქცია ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების წინააღმდეგ
“შორს სისხლიანი ხელები ჩვენგან”, “აღარ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში”, “ნაცებო მოცოცხეთ” , „ბიუჯეტის გამფლანგველები ციხეში”,– ამ ტრანსფარანტებით დღეს ახალციხეში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ვიზიტი გააპროტესტეს. მათ … Continue reading
,,ჰაკიმ ფაშას” მოკითხვა” –გიგი უგულავა
დღევანდელი აქციის შესახებ ,,მეცხრე არხთან” კომენტარი ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. იგი პარტიის ახალციხის შტაბში გოკა გაბაშვილთან, მიხეილ მაჭავარიანთან და უმცირესობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარტიულ შეხვედრას მართავდა. გიგი … Continue reading
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აქტივისტებმა ბოთლები ესროლეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ახალციხის შტაბი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. აქციის წევრებმა მათ მანქანას პლასტმასის ბოთლები ესროლეს. შტაბის თავმჯდომარის განმარტებით, ოფისში ლიდერები პარტიულ შეხვედრას დაესწრნენ. მათი შეხვედრა კი … Continue reading
“შორს სისხლიანი ხელები ჩვენგან” – აქცია ახალციხეში
ამ წუთებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისთან აქცია იმართება. ადგილობრივი მკვიდრი როინ თაქთაქიძე სიტყვით გამოდის და მოსახლეობას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. აქციაზე 60 –მდე … Continue reading
ასპინძის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობებზე 41 კანდიდატი შეირჩა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა. 174 კონკურსანტიდან, გასაუბრებაზე 79 მათგანი არ გამოცხადდა. ცხრა კაციანი კომისიის წინაშე გასაუბრება 53 მსურველმა ვერ გაიარა და შესაბამისად კონკურსს გამოეთიშა. ასპინძის … Continue reading
რატომ უწყობდნენ საკრებულოს დეპუტატები ოლეგ სანდროშვილს იმპიჩმენტს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ირგვლივ განვითარებული მოვლენები — მთავარი თემა, ტელეკომპანია მეცხრე არხის თოქ–შოში. დიალოგში მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს, საკრებულოს 3 აპრილის ბრიფინგი, რასაც გადაცემაში მწვავე დებატები მოჰყვა.
მეუფე თეოდორე:,,უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზის შეძენაში არ გამოიხატება”
საქართველოს საპატრიარქოში, დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ … Continue reading



You must be logged in to post a comment.