შს მინისტრის სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ჭიკაიძის სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი რეგიონს არაოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა. მან შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები … Continue reading
ალექსანდრე ჭიკაიძემ სამცხე–ჯავახეთში რაიონული სამმართველოები მოინახულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს მინისტრმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები მოინახულა. ალექსანდრე ჭიკაიძე პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს, … Continue reading
,,სამცხე XXI ”-ს დირექტორი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს
დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, დაკავებულია შპს „სამცხე XXI ”-ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი. გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქ. ახალციხეში საცხოვრებელი … Continue reading
ახალციხეს ალექსანდრე ჭიკაიძე სტუმრობს
შინაგან საქმეთა მინისტრი ახალციხეს ეწვია. ალექსანდრე ჭიკაიძე ამ წუთებში, რეგიონის გუბერნატორთან და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსთან ერთად ახალციხის ციხეში, სასტუმრო ,,ჯინო ველნესში” იმყოფება. შინაგან საქმეთა მინისტრი ახალციხეში არაოფიციალური ვიზიტით … Continue reading
საფინანსო პოლიციამ რევაზ მერაბიშვილი დააკავა
საფინანსო პოლიციამ რამდენიმე საათის წინ რევაზ მერაბიშვილი დააკავა. კონკრეტულად რის საფუძველზე მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველის დაკავება, ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ვერ საუბრობს. ადვოკატის თქმით, მის დაცვისქვეშ მყოფს … Continue reading
ფარული კონფლიქტი გუბერნატორის მოადგილესა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის?!
ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწე და სახალხო კრების წევრი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს სატენდერო სისტემის გაკონტროლების მცდელობაში სდებს ბრალს. ლაშა ამირეჯიბი ირწმუნება, რომ ავთო კაჭკაჭაშვილის სამშენებლო კომპანიამ ,,მადლი” ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, დღეს ირაკლი გოგია დაინიშნა. ინფორმაცია ,,ექოს” სატყეო სააგენტოში დაუდასტურეს. ახალ ხელმძღვანელს სამსახურში ხვალ … Continue reading
ადიგენში რწმუნებულები და თანაშემწეები ატესტაციას გაივლიან
ადიგენის მუნიციპალიტეტში, ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებისა და თანაშემწეებისათვის ატესტაცია ჩატარდება. ისინი საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინაშე გასაუბრებას 22 და 23 აპრილს გაივლიან, რომლის მიხედვითაც 7 კაციანი კომისია გადაწყვეტს შეესაბამება თუ არა პირი … Continue reading
,,მზიანეთმა” უსახსრობის გამო ,,ტენილი ყველის” წარმოება შეაჩერა
სამცხე–ჯავახეთში, ,,ტენილი ყველის” მწარმოებელმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში არსებული საწარმო ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. ,,მზიანეთი” ინვესტორს ეძებს. როგორც საწარმოს ერთერთმა დამფუძნებელმა, ემზარ ჯვარიძემ ,,ექოსთან” განაცხადა, კომპანია საინვესტიციო სახსრების სიმცირემ … Continue reading
რეზო ანდღულაძე: “ის ტოტალური ენერგია, რომელიც 9 აპრილს დაიხარჯა, დღეს შენელებულია”
9 აპრილის ტრაგედია, იმ ადამიანებმაც გაიხსენეს ვინც 25 წლის წინ, თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას. მათი თქმით, დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ამ დღემ საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას დაუდო. 1989 … Continue reading
ლაშა ამირეჯიბი: “იგეგმება ჩემი დაკავება პროვოკაციის საფუძველზე”
ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწე და “სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მიერ მისი დაკავებაა დაგეგმილი: “მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემი დაკავება პროვოკაციის … Continue reading
9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა
ცხრა აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. დღეს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და რეგიონის გუბერნატორმა, ქალაქის ცენტრალურ პარკში ტრაგიკულად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან პანაშვიდი ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა … Continue reading



You must be logged in to post a comment.