სოფელ რუსთავში საინფორმაციო ბანერი დამონტაჟდა
ასპინძის მუნიციალიტეტის სოფელ რუსთავში საინფორმაციო ბანერი დამონტაჟდა. მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, იგი სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, რუსთავის რწმუნებულთან ერთად, სოფლის ცენტრში დაამონტაჟეს.
სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონოდ ჭრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ხე–ტყის უკანონოდ ჭრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამცხე–ჯავახეთში დაფიქსირდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აქ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 142 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა. აპრილის თვეში, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ერთდროულად 3 უკანონო … Continue reading
ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება
თავისუფალ და ბერძნულ–რომაულ სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. დღეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა 26 სპორტსმენს ეკიპირება გადასცა. ლუკა კურტანიძე მოჭიდავეებს ბორჯომში, სასტუმრო „ოლიმპში“ შეხვდა და ეკიპირების გადაცემასთან ერთად … Continue reading
ძლიერმა ქარმა ახალციხეში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა, ახალციხეში კოსტავას ქუჩის 184–ნომერში მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელ სახლს, სახურავის ნაწილი გადახადა. შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქარმა გადასახური მასალა ეზოში გადაყარა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. … Continue reading
სიმონ პარუნაშვილს სასამართლო განაჩენს 7 მაისს გამოუტანს
სიმონ პარუნაშვილის, რატი ტატალაშვილისა და ჯემალ იაკობაძის მიმართ განაჩენს მოსამართლე 7 მაისს 13:00 გამოიტანს. ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენის შემდეგ, გიორგი ლონდარიძემ დღეს განაჩენის გამოსატანად ერთი კვირა … Continue reading
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ და და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლებმა ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. 9 აპრილის ქუჩაზე ორი … Continue reading
ახალციხეში ოფიციალურად მერობის ერთი კანდიდატი დასახელდა
ქვეყანაში წინა საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. თვითმართველი ქალაქის მერობის კანდიდატი უკვე დაასახელა მმართველმა პარტიამ. უახლოეს დღეებში კი საკუთარ საარჩევნო სუბიექტებს, ახალციხეში არსებული სხვა პოლიტიკური ძალები წარადგენენ.
უკვე ცნობილია, იმ კონკურსანტთა სია, რომლებიც მომავალი კვირიდან სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმდებიან
სამხარეო ადმინისტრაციაში 25 ვაკანტურ თანამდებობაზე მიმდინარე კონკურსი დასრულდა. 2014 წლის 18-27 მარტს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 25 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 378- მა აპლიკანტმა გამოთქვა, … Continue reading
დღეს ქართული არმიის დღეა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს 23 წელი შეუსრულდა. 30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, მეუღლეებთან ერთად, ჯანსუღ … Continue reading
,,ეს ის თეატრია, რომლის სპექტაკლზეც, დღეს ადგილი არ უნდა ყოფილიყო“–ლია სულუაშვილი
ახალციხეს, ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის, სახელმწიფო დრამატული თეატრი ესტუმრა. მსახიობებმა მესხეთის თეატრის სცენაზე, დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,მატარებელი” ითამაშეს. სამშობლო, ქვეყნის ოკუპაცია- ერთმოქმედებიან პროგრამაში, 1921 წელი და … Continue reading
რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას მოპარული პირუტყვის მწყემსი?
ნიალის მთაში, თურქეთის საზღვართან ქურდობა 23 აპრილს, გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა, 56 სული მსხვილფეხა პირუტყვი, საქონლის სადგომებიდან გამოიყვანეს და თურქეთის მიმართულებით წაიყვანეს. მწყემსები ამბობენ, რომ პირუტყვი დააბინავეს და დასაძინებლად … Continue reading
ტარიელ ლონდარიძე: “პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიიღოს”
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ტარიელ ლონდარიძის აზრით, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიიღოს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ერთია საპატრიარქოს პოზიცია და მეორეა, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. “არანაირი შიშები არ გამაჩნია იმასთან დაკავშირებით, … Continue reading



You must be logged in to post a comment.