”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის დეპუტატი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს

 ,,12 მაისს ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსული ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად დაზარალდა მოსახლეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით ეცნობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, ასევე … Continue reading

14/05/2014

სტიქიით დაზარალებული ასპინძელები დახმარებას ითხოვენ

ასპინძაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია დილიდან შეიქმნა. 12 მაისს  მოსულმა უხვმა ნალექმა დაბის მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა.  განადგურებულია სასოფლო–სამეურნეო სავრგულები, დატბორილია სახლები, დახოცილია  შინაური ფრინველი.

13/05/2014

ვალეს საბაჟოზე აკრძალული მედიკამენტები შემოიტანეს

  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 12 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა 5 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი KOLDAX … Continue reading

13/05/2014

ასპინძაში სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია იქმნება

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისიის სხდომა,  ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც გამგებლის მოადგილემ  “მეცხრე არხს” განუცხადა,  სპეციალური კომისია  სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს დაითვლის. ალიკა პაპაშვილის თქმით, დაბაში დილიდან მძიმე ტექნიკა … Continue reading

13/05/2014

თოქ–შოუ “ინტერაქტივი”–ტელეხიდი სამ სტუდიას შორის

ტელეხიდი სამ სტუდიას შორის.  ,,მეცხრე არხი” ტელეკომპანია ,,ბორჯომთან” და ,,გარბთან” ერთად ახალ გადაცემას იწყებს. პოლიტიკური თოქ–შოუ ,,ინტერაქტივის” მომზადებაში ორ ტელეკომპანიას პარტნიორობას საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია გაუწევს. ახალ პროექტს, რომელიც რვა … Continue reading

12/05/2014

ასპინძაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

ასპინძაში ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა ისევ შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. დაბაში იმყოფება სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. თემაზე “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი მუშაობს.  ვიდეო–მასალას მოგვიანებით მოგაწვდით. სტიქიის ამსახველი  … Continue reading

12/05/2014

ძლიერი წვიმა და სეტყვა ასპინძაში

    ძლიერი წვიმის შედეგად ასპინძაში მოსახლეობა დაზარალდა. როგორც  მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა “მეცხრე არხს” განუცხადა, გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებში შეუვარდა. დატბორილია მაღალსართულიანი კორპუსების … Continue reading

12/05/2014

დაირღვა თუ არა ბესიკ ბლიაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია?

ახალციხის რაიონულ სასამართლოში,  მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამათლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალმდებელმა მამუკა ქომოშვილმა მოსამართლეს, საქმეში არსებული მტკიცებულებები წარუდგინა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები არ წარუდგენია დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატმა პროცესზე … Continue reading

08/05/2014

“არასაპარლამენტო ოპოზიციის” მერობის კანდიდატი ახალციხეში

პოლიტიკურმა  ალიანსმა,  “არასაპარლამენტო ოპოზიცია” ახალციხის მერობის  კანდიდატი დაასახელა. თვითმართველობის არჩევნებზე ქალაქის მერობისათვის ნატალი სისვაძე იბრძოლებს. კანდიდატი, ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს  გადაცემა “არჩევანის” ეთერში პოლიტიკური ალინსის თავმჯდომარემ, ფიქრია ჩიხრაძემ დაასახელა. “პროფესიით იურისტი … Continue reading

08/05/2014

საცხოვრებელი კორპუსები, რომელიც 2012 წელს გადაიხურა, შემოწმდება

კოსტავას ქუჩაზე სტიქიის დროს დაზიანებული სახურავი შეკეთებულია. სამუშაოები იმ  კომპანიამ შეასრულა, რომელმაც სახურავის მონტაჟი 2012 წელს საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა.  ძლიერი ქარი 1 მაისს იყო, რამაც ხუთ სართულიანების სახურავის ნაწილი … Continue reading

07/05/2014

ასპინძისა და ვანის მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსები დაინიშნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები ვანისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებშიც დაინიშნენ. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც წლების განმავლობაში სანოტარო ბიურო არ მოქმედებდა და ადგილობრივ მოსახლეობას სანოტარო მომსახურების მისაღებად მეზობელ მუნიციპალიტეტებში უწევდა წასვლა, … Continue reading

07/05/2014

გელა დემეტრაძის წინასაარჩევნო გეგმები

ახალციხეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წინა საარჩევნო კამანიას იწყებს. ქალაქის მერობის, გამგებლობისა და სიის პირველი ნომრის კანდიდატების დასახელების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები წინასაარჩევნო გეგმებსა და მთავარ პრიორიტეტებზე საუბრობენ.

05/05/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე