”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“მტკვარიჰესის” გაფიცული თანამშრომლები ხელმძღვანელებს შეხვდებიან

,,მტკვარიჰესის” მშენებლობაზე დასაქმებული პირები გაიფიცნენ. მუშები კომპანია ,,საქენერგო რემონტმშენის” ხელმძღვანელებისგან ხელშეკრულების გაფორმებას, მისაღებ სამუშაო პირობებსა და დაპირებულ ანაზღაურებას ითხოვენ.

ახალციხელი კარატისტები ჩეხეთიდან წარმატებით დაბრუნდნენ

სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ,,შიტორიუ კარატე დო“–ს ახალციხელი სპორტსმენები ჩეხეთიდან წარმატებით დაბრუნდნენ.

საქართველოში მართლმადიდებლები წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები 2 ნოემბერს ამ დღესასწაულს მეოთხე წელია ზეიმობენ.

ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობა ვარძიაში [Photo]

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ადგილზე მოხდება დაზიანებული მხატვრობის შესწავლა, რის შემდეგაც გადაწყდება რა მეთოდით გაიწმინდება ფრესკები. 

“მტკვარი ჰესზე” მუშები გაიფიცნენ

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავთან მშენებარე “მტკვარი ჰესზე” დილიდან 60–მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. გარკვეული ჯგუფი ხელფასების შემცირებას, ძირითადი ნაწილი კი სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. 

ვარძიის ტაძარში მე–12 საუკუნის მხატვრობა დაზიანდა

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში მე–12 საუკუნის მხატვრობა დაზიანდა. 1  ნოემბერს მაგიდას ცეცხლი გაუჩნდა და მხატვრობის ძირითადი ნაწილი გაიმურა. 

არჩევნების მეორე ტური – შედეგები და შეფასებები

მეორე ტურში გამარჯვება ქართულმა ოცნებამ ფოიერვერკით აღნიშნა. ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატმა ოპონენტს თითქმის 40 %–ით აჯობა.  „ქართული ოცნება“ მეორე ტურში გამარჯვებას მთელი ღამე ზეიმობდა.

დავით დარჩიაშვილი ახალციხე–ადიგენში არჩევნების წაგების მიზეზებზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ახალციხე–ადიგენში არჩევნების მეორე ტურში დამარცხების მიზეზებს განმარტავს. დავით დარჩიაშვილის თქმით, “ნაციონალების” წაგება “ოცნების მხრიდან მოსახლეობის დაშინებამ გამოიწვია.

ცესკო: გიორგი კოპაძე – 69.83%, ვაჟა ჩიტაშვილი – 30.17%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების  69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%. 

N38–ე ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა. მან მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დაამარცხა. 

გიორგი კოპაძემ ახალციხის ოლქში 11 924 ხმით გაიმარჯვა

N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა გამარჯვება მხოლოდ ვალის ორ უბანზე მოიპოვა.

ახალციხის მერის არჩევნებში ვლადიმერ ზედგინიძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 13–ვე უბნის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზედგინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი დაამრცხა. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე