”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აბასთუმანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

   აბასთუმანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივები იტყობინებიან, რომ ელექტროენერგია წვიმის დროს გამოირთო. ამის მიზეზი აბასთუმნის 35 კილოვოლტიან ქვესადგურზე შექმნილი ავარიული სიტუაციაა.  “ენერგო პრო–ჯორჯიას” ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრში განმარტავენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. ამ დროისათვის … Continue reading

05/07/2014

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სიმბოლიკა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლოგო შეცვალა. უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს,რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ  ავტორიზაცია გაიარა და  მესამე საფეხური – დოქტორანტურა დაემატა. შესაბამისად მან  ახალი  სტსტუსი მოიპოვა და საჭირო გახდა ლოგოც შეცვლილიყო. მერაბ ბერიძის … Continue reading

04/07/2014

2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომები 14 ივლისს გაიმართება

საკრებულოს პირველი სხდომები ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 14 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის … Continue reading

04/07/2014

საბავშვო ბაღებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება

საბავშვო ბაღებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. ამის შესახებ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა განაცხადა. ნანა გელაშვილის თქმით, ამის  მიზეზი ახალციხის  მუნიციპალიტეტში  მიმდინარე რეორგანიზაციაა. მისი  განმარტებით  ცვლილებების გამო შესყიდვების სააგენტოსთან გარკვეული … Continue reading

04/07/2014

ასპინძის ქუჩაზე ხანძარია

   ასპინძის ქუჩაზე ხანძარია. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ამ დროისათვის 36–ე კორპუსის სამი სართული – მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები იწვის. ადგილობრივების თქმით, ორი ბინა მთლიანად დამწვარია.  დაშავებულები არ არიან. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო–სამაშველო სამსახურის … Continue reading

03/07/2014

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლოგო შეცვალა

   სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლოგო შეიცვალა. როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა განმარტავს,  საგანმანათლებლო დაწესებულებამ  ავტორიზაცია გაიარა, მესამე საფეხური -დოქტორანტურა დაემატა, შესაბამისად, მან  ახალი  სტსტუსი მოიპოვა და საჭირო გახდა ლოგოც შეცვლილიყო. მათივე თქმით,   … Continue reading

03/07/2014

ასპინძის საკრებულოს შემადგენლობაში ქალბატონები არ შევლენ

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო 27 დეპუტატით დაკომპლექტდა.  თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად დარეგისტრირებული და 4 პოლიტიკური პარტიის კანდიდატები შევლენ. 15 პროპორციულ და 12 მაჟორიტარულ წესით არჩეულ წევრებს შორის ქალი … Continue reading

02/07/2014

ალიკა მელიქიძე:”თანამშრომლები მოვალეობას პირნათლად ასრულებენ, ამიტომ პრემიები ეკუთვნით”

პრემიებთან დაკავშირებული დავა ახალციხის გარდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის საკრებულომ 100%-იანი სახელფასო დანამატის მოთხოვნით აღმასრულებელ ორგანოს  27 ივნისს მიმართა, რაზეც სოციალური და ეკონომიკური სამსახურისაგან უარი მიიღო.

01/07/2014

პრემიებს საკრებულო ასპინძაშიც ითხოვს

პრემიებთან დაკავშირებული დავა ახალციხის გარდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის საკრებულომ 100%-იანი სახელფასო დანამატის მოთხოვნით აღმასრულებელ ორგანოს 27 ივნისს მიმართა, რაზეც სოციალური და ეკონომიკური სამსახურისაგან უარი მიიღო. გიორგი თეგეტაშვილი „მეცხრე … Continue reading

01/07/2014

ახალციხეში ელექტროენერგია დროებით გამოირთვება

   ახალციხეში დღეს ელექტროენერგია დროებით გამოირთვება. “ენერგო–პრო ჯორჯიას” ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრში განმარტავენ, რომ ქვესადგურ “ახალციხეზე” ავარიული სიტუაცია  შეიქმნა და სპეციალისტები პრობლემის აღმოფხვრას ცდილობენ. ამისთვის კი  ელექტროენერგიის გამორთვა აუცილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ახალციხის … Continue reading

30/06/2014

ასპინძაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

30 ივნისს ასპინძის კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე შემოსული თანხა 17 წლის ირაკლი მელიქიძის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც ხერხემლისა და კისრის ტრამვაა აქვს მიღებული და სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. დაზიანება ახალგაზრდამ … Continue reading

30/06/2014

შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა

30 ივნისს ქართველმა მართლმადიდებლებმა ეროვნული გმირისა და ქრისტიანობისთვის წამებული რაინდის შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღნიშნეს. ახალციხეში, უნივერსიტეტის ეზოში მდებარე წმინდანის სახელობის მშენებარე  ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ … Continue reading

30/06/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე