”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სტუდენტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მერს საარჩევნო დაპირებები შეახსენეს

ახალციხის მერიაში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის  პირველი განხილვა მოეწყო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები დაესწრნენ. მერიის წარმომადგენლებმა სტუმრებს მთავარი ფინანსური დოკუმენტი გააცნეს და მათგან შენიშვნები მოისმინეს.

20/11/2014

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6212 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 106 ხელყუმბარა, … Continue reading

20/11/2014

ახალციხის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის  2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მომზადებულია. ფინანსური დოკუმენტის განხილვას საკრებულო რამდენიმე დღეში გეგმავს. მასში გათვალისწინებული პრიორიტეტებისა და საკითხების გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მათ საკუთარი შენიშვნების შეტანის თაობაზე … Continue reading

19/11/2014

ბორჯომის გამგეობა კონკურსს 96 პოზიციაზე აცხადებს

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა 96 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. ვაკანსიები საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე, სავარაუდოდ, დღეს აიტვირთება, რის შემდეგაც, განაცხადების ელექტრონულად შევსებისთვის დაინტერესებულ პირებს ათდღიანი ვადა ექნებათ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი … Continue reading

19/11/2014

ახალციხის მერიის 2015 წლის ბიუჯეტი – ადგილობრივების შეფასებები და რეკომენდაციები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან,  2015 წლის ბიუჯეტის  პროექტი,  საკრებულოს გადაეგზავნა.  ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვერსიის გადახედვასა და შენიშვნების შეტანას, უახლოეს დღეებში, საჯარო განხილვებით დაიწყებს. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, … Continue reading

18/11/2014

ახალციხის გამგეობა საჯარო მოხელეთათვის კონკურსს აცხადებს

2015 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  გათვალისწინებული თანხები, საჯარო მოხელეთა კონკურსი და საწვავი შეშით სოფლების მომარაგება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დღეს ახალციხის გამგეობაში ყოველკვირეულ თათბირზე განიხილეს.

18/11/2014

ახალციხის გამგებლის პირველ მოადგილედ გურამ მელიქიძე დაინიშნა

    ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ გურამ მელიქიძე დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა  მან ოფიციალურად 14 ნოემბერს დაიკავა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ამ დრომდე გამგებლის მოადგილის სამივე პოსტი ვაკანტური იყო. გურამ მელიქიძის … Continue reading

18/11/2014

70 წლის შემდეგ მაჰმადიანმა მესხებმა სამშობლო მოინახულეს

საქართველოდან გადასახლებული მაჰმადიანი მესხების  შთამომავლებმა დღეს თავი სოფელ წნისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიყარეს. მათი თქმით, 70 წლის წინ აღნიშნული ადგილიდან წინაპრები აზიაში გადაასახლეს. დღეს კი ისინი საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ.

17/11/2014

ნიალაში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა

ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნიალის მთებში 33 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. შემთხვევა 16 ნოემბერს ღამის საათებში მოხდა. “მეცხრე არხთან” დაზარალებულები ჰყვებიან, რომ საძოვრიდან დაბრუნებული საქონელი დააბინავეს. დილით საქონლის სადგომის კარები დამტვრეული, 33 სული … Continue reading

17/11/2014

ახალციხის მერიაში საატესტაციო გამოცდები დასრულდა

ახალციხის მერიაში  საატესტაციო გამოცდები დასრულდა. დღეს აპლიკანტებმა ელექტრონულად  ტესტირება  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქის სხვადსხვა საჯარო სკოლებში გაიარეს. ისინი “მეცხრე არხთან”  ამბობენ, რომ კითხვები საშუალო სირთულის იყო. კითხვები ძირითადად საქართველოს … Continue reading

16/11/2014

ისტორიულ ძეგლებზე ინოვაციული საინფორმაციო დაფები განთავსდება

საქართველოში, კულტურულ  მემკვიდრეობებსა  და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციული საინფორმაციო დაფები განთავსდება. პროექტთან  დაკავშირებით, რაბათის ისტორიულ კომპლექსში პრეზენტაცია  გაიმართა. მას, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ.  

15/11/2014

მგლების შესევის კიდევ ერთი ფაქტი ახალდაბაში

მგლების შესევის კიდევ 1 ფაქტი ახალდაბაში და ზარალი, რომლის ანაზღაურებასაც მოსახლეობა ითხოვს. გარეულმა ცხოველებმა 8 ღორი შეჭამეს, 5 კი დაგლიჯეს. ახალდაბელები შიშობენ, რომ საფრთხე მათ სიცოცხლესაც ექმნება. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას … Continue reading

14/11/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე