14 წლის შემდეგ გიგლა ბარამიძე სამცხე-ჯავახეთში დაბრუნდა
რეგიონის ყოფილი გუბერნატორი და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელბს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება იყო, რომელსაც პარტია მოითხოვს. … Continue reading
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე მყოფი ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბორჯომში. რუსთაველის ქუჩაზე,ცენტრალურ გზაზე,დღის 12 საათზე.ერთმანეთს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე მყოფი მსუბუქი ავტომანქანა და “მინივენის” ტიპის სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველებმა და მძღოლებმა სატელევიზიო … Continue reading
აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი მგზავრები ახალციხელები არიან
ავარიის დროს დაღუპული დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ახალციხელები არიან, ამის შესახებ “მეცხრე არხს” ქარელის საავადმყოფოს დირექტორმა ზაქრო მეყანწიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, დაღუპული ქალბატონი 30 წლის იყო, რომელიც ახალციხეში ცხოვრობდა, იგი … Continue reading
ავარიას დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა
აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დედაქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დედაა. მომხდარის შედეგად მიკროავტობუსში … Continue reading
ახალციხის მე-3 ბაგა-ბაღის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხის მე-3 ბაგა-ბაღის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა. წყლის ნიმუშები ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა 12 თებერვალს აიღო. ცენტრის განცხადებით, აღნიშნული პასუხი ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დადგენილი ტექნიკური სტანდარტის შესაბამისად, … Continue reading
შალვა გოგოლაძის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომას ირაკლი ალასანია დაესწრო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, შალვა გოგოლაძის საქმეზე სასამართლო განხილვა გაიმართა. სხდომას ახალციხის რაიონულ სასამართლოში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრო. სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარემ შემდეგი მოთხოვნები … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტში 31 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში 31 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება. ორ პოზიციაზე ვაკანსიას საკრებულო აცხადებს, ხოლო ოცდაცხრაზე გამგეობა. აქედან, ექვსი შტატი ახალია. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, გამგეობის საკონკურსო პირობები სტანდარტულია. ილია ზარდიაშვილის თქმით, … Continue reading
რეგიონების განვითარების მიზნით, მთავრობა პროექტების სუბსიდირებას გეგმავს
რეგიონების განვითარების მიზნით, მთავრობა პროექტების სუბსიდირებას გეგმავს. “მარტის თვიდან დავიწყებთ რეგიონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას; ვაპირებთ სუბსიდირება გავუკეთოთ ბევრ პროექტს რეგიონებში, რაც გამოიწვევს რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას” –განაცხადა … Continue reading
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელს ცვლილებებით განხორციელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება. ახალი რეგულაციების მიხედვით,მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთებიგააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით … Continue reading
ახალციხეში შაშში ტურნირი გაიმართა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, შაშში ტურნირი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, მსურველებმა მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მიიღეს. მასში სხვადსხვა ასაკობრივი კატეგორიის 30–მდე მონაწილე ჩაერთო. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, ტურნირი ოლიმპიური … Continue reading



You must be logged in to post a comment.