დევნილებისათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა ისევ გვიანდება
ახალციხეში დევნილები საცხოვრებელ ფართებს აპრილის თვეში მიიღებენ. რეგიონში ვიზიტისას დევნილთა მინისტრის მოადგილემ კონკრეტული რიცხვი ვერ დაასახელა. თუმცა აღნიშნა, რომ შენობის რეაბილიტაცია დასრულებულია და ახალ მფლობელებს მალე გადაეცემა. დღესვე გრიგოლ გიორგაძე … Continue reading
პრემიერმა ახალციხე თანხების ათვისებაში ეფექტურ მუნიციპალიტეტად დაასახელა
“მე მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. დავიწყებ კახეთიდან. სიღნაღი, გურჯაანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93-94%-ის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი – აქ 90%-ის ფარგლებშია ათვისება გასულ წელს. იმერეთში, ბაღდათის … Continue reading
ირაკლი ღარიბაშვილი: “რეგიონული განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული ტემპები”
მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული აუცილებელია, რადგან ის რეგიონების განვითარებისთვის … Continue reading
ბორჯომში კუსტარულად დამზადებული სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი, კუსტარულად დამზადებული, პირველადი გადამუშვების სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. კუსტარულად დამზადებული საამქროს დაშლა და … Continue reading
პრემიერ–მინისტრი მერებს და გამგებლებს დღეს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება. შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 15.00 საათზე დაიწყება. მთავრობის პირველ პირთან და თვითმართველობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პროექტებისა … Continue reading
ნუგზარ სამარჯიშვილი: “საპატრულო პოლიციის უფროსად “ხულიგანი” ინიშნება”
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. შსს–ს ინფორმაციით, უკვე ყოფილი უფროსი ზაალ ფუტკარაძე იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნება. კითხვაზე – ვინ დაიკავებს ფუტკარაძის პოსტს, შსს–ში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამის შესახებ, … Continue reading
რამინ პაპიძე:”ცეცხლსასროლ იარაღში ვაზნები პოლიციელებმა ჩადეს”
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ის სამართალდამცველები დაიკითხნენ, რომლებიც მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ. ასევე დაიკითხა, ლევან სამხარაულის სასამართლო ესსპერტიზის ბიუროს … Continue reading
თემურ მსხვილიძე:”კუბლაშვილმა გინება დაიწყო, იარაღი დამიმიზნა და მოკვლით დამემუქრა”
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოსა და ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები დაიკითხნენ. სამართალდამცველებმა დეტალურად გაიხსენეს, გასულ წელს მარიამობის ღამეს დატრიალებული ტრაგედია და არსებული მდგომარეობა. დაიკითხა … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტი ვაკანტურია
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია. შსს–ს ინფორმაციით, უკვე ყოფილი უფროსი ზაალ ფუტკარაძე იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნება. უწყების ცნობით, საკადრო ცვლილებები საქართველოს ოთხი რეგიონის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში … Continue reading
ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქების მერებს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში მერებს შეხვდება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრას თავადაც დაესწრება. ნარმანიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პროექტებისა და … Continue reading
გუბერნატორები პრემიერს ინდივიდუალურად ხვდებოდნენ
საგანგებო თათბირი მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. როგორც ცნობილია, პრემიერი რეგიონების გუბერნატორებს შეხვდა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ასევე დადგინდა თარიღი, თუ როდის დაიბარებს პრემიერი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და მოისმენს … Continue reading
რატომ გაუარესდა ახალციხელების სოციალური მდგომარეობა?
უმუშევრობა, გაზრდილი პროცენტები სესხებზე და პროდუქტზე მომატებული ფასები–ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საარსებოდ შემოსავალი არ გააჩნიათ და მათი მატერიალური მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია. … Continue reading



You must be logged in to post a comment.