”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გაყინულ პროდუქციაში საშიში მიკროორგანიზმები აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს “რაჭას”, შპს “გიოს”, შპს “პროგრესი ალვანისა” და შპს “პინოს” მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პელმენი. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია … Continue reading

17/03/2015

გიორგი კაპანაძემ დაკითხვისას სამმართველოს პირველი პირები ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის  საქმეზე მტკიცებულებების განხილვა დასრულდა. დღეს დაცვის მხარემ ბოლო მტკიცებულებებად, გიორგი კაპანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,  სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული დოკუმენტები და ვიდეო–მასალა წარადგინა. დაიკითხა თავად … Continue reading

17/03/2015

სოფელ მიტარბში დღეს საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დიდ მიტარბში დღეს როზველტი ფილიევის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება დილის 6 საათზე შევიდა. ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში მოხერხდა, ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა. ხის ძველი სახლი მთლიანად დაიწვა … Continue reading

16/03/2015

ვალის საბაჟოზე აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს

       სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, 8 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი  პრეპარატი ACTAVIS–ი აღმოაჩინეს. პრეპარატი თურქეთის  მხრიდან  შემოსული  ჰოლანდიის  მოქალაქე  ა. თ.-ის ფიზიკური დათვალიერებისას იპოვეს. საქმე, შემდგომი რეაგირებისთვის, შსს სამცხე-ჯავახეთის … Continue reading

16/03/2015

ირაკლი ღარიბაშვილი ახალციხეში რეგიონის განვითარების პროგრამას დღეს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას სამცხე-ჯავახეთიდან იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს ახალციხეს ეწვევა და ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რეგიონის საწარმოო რესურსების შესახებ ისაუბრებს. მთავრობის მეთაურის დავალებით, შესწავლილია ყველა მუნიციპალიტეტსასა და ქალაქში არსებული … Continue reading

16/03/2015

ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია “ერთობა”შეიქმნა

ქალაქ ახალციხის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელები“ დაიშალა. ამის საჭიოროება მას  შემდეგ  დადგა, რაც „თავისუფალი  დემოკრატების“ წევრმა შალვა გოგოლაძემ  ფრაქცია  დატოვა. საკრებულოს  რიგით მეოთხე სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ახალი ფრაქციის „ერთობის“  … Continue reading

13/03/2015

მერიამ 113 000 ლარად ნაგავმზიდი შეიძინა

ქალაქ ახალციხის მერიამ, ტერიტორიული ერთეულიდან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით, ახალი ნაგავმზიდი სატვირთო ავტომობილი შეიძინა.   სპეცტექნიკა სარგებლობით დასუფთავების სამსახურს შ.პ.ს. „კეთილმოწყობას“ უკვე გადაეცა, რომელიც ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ემსახურება. … Continue reading

13/03/2015

როგორ მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალციხეში?

არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს ნებაყოფლობით გაერთიანებული მოქალაქეების ერთობლიობაა, რომელთაც საერთო მიზნები და ინტერესები ამოძრავებთ – ასეთია სამოქალაქო სექტორის მოკლე განმარტება. არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში დღითი დღე  იზრდება.

13/03/2015

სოფელ ორგორის სკოლის მოსწავლეები ისევ ავარიულ შენობაში ისწავლიან

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორგორის მოსწავლეები ისევ საყუდაბლის ავარიულ შენობაში ისწავლიან–ამის შესახებ იმ განცხადებაშია, ნატქვამი, რომელიც სამინისტრომ ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს გამოუგზავნა. ტარიელ ლონდარიძემ განათლების სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა, ორგორის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული … Continue reading

13/03/2015

ექსპერტი: “კაპანაძეს დაზიანებები ბლაგვი საგნით რამდენჯერმე მიაყენეს”

ახალციხის რაიონულ სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა დაცვის მხარის მტკიცებულებები განიხილა. სხდომაზე ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც  ნაცემი გიორგი კაპანაძე გამოიკვლია. ალექსანდრე გეჯაძემ სასამართლოს დაუდასტურა, … Continue reading

13/03/2015

ჯიმშერ გოგოლაური:”პრემიერი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს”

პრემიერის მიერ შექებული და დაწუნებული მუნიციპალიტეტები – ახალციხის პირველმა პირებმა და რეგიონის გუბერნატორმა, 11 მარტს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.  შეხვედრა  შეაფასეს ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმაც. ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი და ადიგენი–ეს ის … Continue reading

12/03/2015

იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის საქმეს ორი მთავარი მოწმე გამოაკლდა

იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის საქმეს ორი მთავარი მოწმე გამოაკლდა. როგორც ბრალდებულ გიორგი კაპანაძის ადვოკატი განმარტავს, პროკურორის გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესზე, ის ადამიანები არ დაიკითხებიან, რომლებიც დაკავების პროცესში კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ და … Continue reading

11/03/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე