”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებმა პარკოსანი კულტურების წელი შეაჯამეს

ახალციხეში პარკოსანი მცენარეების წელთან დაკავშირებით, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 

ფეხბურთელი გოგონები ახალციხიდან

სტერეოტიპი, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიჭების სპორტია, დიდიხანია დაიმსხვრა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის აკადემია “მესხეთში”, გოგონების გამოჩენას, საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა. ამჟამად, ახალციხეში სამოცი დამწყები ფეხბურთელი ვარჯიშობს.

მლაშეს მოსახლეობა გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის. 2015 წელს მლაშე–მოხე–დერცელის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების  დროს, 20–მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა.

ახალციხეში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე იმსჯელეს

World Vision-მა  სასტუმრო ,,ლომსია”–ს საკონფერენციო დარბაზში, ახალციხე – ადიგენის გამგეობისა და სოციალური სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე იმსჯელეს. 

აწყურის ბანაკში მზის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე მსჯელობენ

მზის საშრობების, კოლექტორების დამზადება, შენობებისა და ბინების თბოიზოლაცია – ეს ის თემებია, რომელსაც ქართველი და სომეხი მონაწილეები აწყურის ბანაკში ტრენინგზე ერთობლივად განიხილავენ.

ჭობარეთის მესხური ტენილი “დუთი ფრი”–ში იყიდება

ჭობარეთის საწარმომ მესხური ტენილი ყველი თბილისის აეროპორტში „დუტიფრი“–ში გაიტანა, სადაც პროდუქტი წარმატებით იყიდება.  პრობლემების გამო შეჩერებული მუშობა ხელმძღვანელებმა სამი წლის შემდეგ, კოოპერატივ „ხარებასთან“ ერთად განაახლეს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2017 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დაიწყო. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.

რატომ შემცირდა თვითმმართველობის მოკლე ტექსტური შეტყობინებები შესრულებულ პროექტებზე?

ქალაქ ახალციხისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, დასრულებული პროექტების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ბოლო ერთი თვეა იშვიათად იღებს. 

მუსლიმი მესხების გადასახლებიდან 72 წელი გავიდა

მუსლიმი მოსახლეობის გადასახლებიდან 72 წლის შემდეგ ასოციაცია ტოლერანტში დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რეპატრირებული მესხები და სოფელ ჩუნჩხის სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კუმურდოს 665 ოჯახთან ერთად მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს.

ანსამბლმა ,,ლომსია”-მ რესპუბლიკურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლომსია“ რესპუბლიკური ფესტივალიდან დაბრუნდა.

ასპინძაში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების პირობები გააცნეს

ასპინძის მოსახლეობას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების პირობები გააცნეს. ადგილობრივებს ინფორმაცია ნოტარიუსმა ეთერ ოთანაძემ მიაწოდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე