”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მინი–ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა

2-1 –  ასეთი ანგარიშით დასრულდა სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ტურნირი მინი–ფეხბურთში.   ფინალში ერთმანეთს  პირველი და მეხუთე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი პირველი სკოლის გუნდის  გამარჯვებით დასრულდა.

20/04/2015

ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადამ სტარტი აიღო

ახალციხეში, სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა გამოვლენა დაიწყო. დღეს ქალაქის ექვსი საჯარო სკოლა ერთმანეთს პირველობისათვის მაგიდის ჩოგბურთში დაუპირისპირდა.  შეჯიბრი გაიმართა როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში.  ორივე კატეგორაში წარმატება ერთი სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.   … Continue reading

20/04/2015

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი სასამართლო სხდომაზე დასაკითხად არ გამოცხადდა

სამი ახალგაზრდის  მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის. დღეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი მთავარი მოწმე – დავით კუბლაშვილის შვილი, მირზა კუბლაშვილი სასამართლო სხდომაზე  არ გამოცხადდა.   დანარჩენი მოწმეები კი … Continue reading

17/04/2015

ირაკლი ალასანია ბორჯომში “თავისუფალი დემოკრატების” რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, აღმოსავლეთ საქართველოს პარტიის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა. სხდომა  ბორჯომის ხეობაში  სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ გაიმართა. პარტიის წევრებმა რეგიონებში მუშაობის მიმდინარეობა   განხილეს  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

17/04/2015

ახალციხეში „ვითიბი ბანკის“ ფილიალი გაიხსნა

დღეს ახალციხეში „ვითიბი ბანკის“ ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობა და ბიზნესმენები დაესწრნენ. ოფისი მერაბ კოსტავას ქუჩის ათ ნომერში განთავსდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს … Continue reading

17/04/2015

ასპინძაში სტიკერები “თანადგომა პოლიციას” ჩამოხიეს

ასპინძაში სტიკერები “თანადგომა პოლიციას” ჩამოხიეს. როგორც “მეცხრე არხთან” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე აცხადებს, სტიკერები დაბის ქუჩებში 16 აპრილს გააკრეს, თუმცა საღამოს უკვე ჩამოხეული დახვდათ. ბესიკ ბექაურის თქმით, ასპინძაში … Continue reading

17/04/2015

აწყურში დაკავებული ოთხი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

აწყურში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ბრალდებული პირები საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ. აწყურში დაკავებული ოთხი პირი ჯარიმის სახით 3 000–3 000 ლარს გადაიხდის და სასჯელაღსრულების საპატიმროს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ აწყურში ხუთი … Continue reading

17/04/2015

„ერთად გენდერული თანასწორობისთვის“ – ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა

„ერთად გენდერული თანასწორობისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველი ტრენინგი ჩატარდა. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ლიდერობასა და გუნდურ მუშაობას ოთხი საათის განმავლობაში სწავლობდნენ. როგორც „სამცხე-ჯავახეთის მედია … Continue reading

16/04/2015

ბორჯომსა და ადიგენში არარეგისტრირებული შვიდი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, არარეგისტრირებული შვიდი საამქრო აღმოაჩინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ასევე, სხვადასხვა ჯიშის მრგვალი … Continue reading

16/04/2015

ახალქალაქის დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვა

 ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა, 15 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვა. დეპუტატის თქმით, 1915 წელს განვითარებული მოვლენები სწორად უნდა შეფასდეს, რადგან მომავალში მსგასვი ქმედება სხვა ერების მიმართაც … Continue reading

15/04/2015

თამაზ კაპანაძე:”ნუ მიგვიყვანს სახელმწიფო იმ დონეზე, რომ დანაშაული ჩავიდინოთ”

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებული, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გიორგი კაპანაძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენს ადვოკატი და ოჯახის წევრები არაობიექტურად მიიჩნევენ და მის გასაჩივრებას აპირებენ. … Continue reading

15/04/2015

სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ისევ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს

სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. მამუკა ქომოშვილმა დღეს სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე გამომძიებელი ემზარ ტატალაშვილი დაკითხა. სამართალდამცველმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა თუ რა საგამოძიებო … Continue reading

15/04/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე