”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტმა, რწყვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით  მზადება დაიწყო. სოფლებში გიორგიწმინდაში, ფერსასა და მუგარეთში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტები უკვე მზადდება. საპროექტო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანია  ახორციელებს.

01/05/2015

გიორგი კოპაძე:”საქალაქო ტრანსპორტის სისტემა უნდა დარეგულირდეს”

საქალაქო ტრანსპორტის სისტემა უნდა დარეგულირდეს-ამის შესახებ კომენტარი ახალციხის მერმა წლიური ანგარიშის წარდგენენისას გააკეთა.   გიორგი კოპაძის თქმით, საგზაო დეპარტმენტს თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლით შეცვლილიყო, თუმცა უშედეგოდ. კოპაძე … Continue reading

01/05/2015

„მოყვასისათვის შეწირულები“–სპექტაკლი ახალციხეში

„მოყვასისათვის შეწირულები“–ამ სახელწოდების სპექტაკლი ახალციხის სამუსიკო სკოლაში გაიმართა.   რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა წარმოდგენა მიხეილ თამარაშვილის, გრიგოლ ფერაძის, მამა ილია კარტოზიასა და იოსებ ჟორდანიას ხსოვნას მიუძღვნა.

01/05/2015

ახალციხეში „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა

ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელმა „მესხ ქალთა გაერთიანებისა“ და ახალგაზრდული გენდერული კლუბების წევრებთან შეხვედრა გამართა. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მათ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ნინო რუხაძის თქმით, პროექტი … Continue reading

30/04/2015

ახალციხის მერიაში ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას აწარმოებს

ახალციხის მერიაში ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას აწარმოებს. საქმე ეხება, რაბათში მცხოვრებ სარქის აკოფიანს, რომელსაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახლი ახალციხის ციხის მშენებლობის დროს დაუნგრია და ტერიტორიაზე პარკინგი მოაწყო, თუმცა აკოფიანს საცხოვრებელის დემონტაჟისათვის ანაზღაურება, გასულ … Continue reading

30/04/2015

მიხეილ სააკაშვილი: ,,ჯავახეთში სეპარატისტების შეიარაღება მიმდინარეობს”

ჯავახეთში სეპარატისტების შეიარაღება მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს ადგილობრივ გამოცემა “ვესტი.აზ”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. “არსებობს რამდენიმე სეპარატისტული ჯგუფი, რომლებიც სამწუხაროდ, ციხიდან გამოუშვეს, მათ აქტიურად … Continue reading

30/04/2015

სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში მიიღო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის საჩივარი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.   როგორც ლალი მაისურაძე აცხადებს სასამართლო სხდომის გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. მართლმსაჯულების ორგანოში გასაჩივრების … Continue reading

30/04/2015

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო სხდომები დასკვნით ეტაპზე გადადის

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების  სასამართლო სხდომები დასკვნით ეტაპზე გადადის.   პროკურორს  მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვა და წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა დარჩა, რის შემდეგაც, დაცვისა და ბრალდების მხრეები დასკვნით სიტყვებს წაიკითხავენ.

29/04/2015

ახალციხეში საჯარო მოხელეთა გასაუბრება 1 მაისს დაიწყება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი იწყება. გასაუბრებაში მონაწილეობას 75 კონკურსანტი მიიღებს. 18 და 19 აპრილს ჩატარებულ ტესტირებაზე  205 მონაწილიდან 117 მათგანი გამოცხადდა.  კომპეტენციის მინიმალური ზღვარი კი მხოლოდ … Continue reading

29/04/2015

ახალციხის მერი სამოქალაქო საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს

ახალციხის მერი სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებს ანგარიშს წარუდგენს.  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მერსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა  30 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის მიზანი, 2014-2015 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე … Continue reading

29/04/2015

მდინარე ფოცხოვზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

მდინარე ფოცხოვზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით  დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ამასათან დაკავშირებით ინფორმაცია ახალციხის თემის რწმუნებულებსა და გამგეობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების   „ორქისისა“ და „ეკოხედვის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს. „ორქისის“ ექსპერტის  ნუგზარ  ბოჩიძის თქმით, … Continue reading

28/04/2015

ლევან ლობჯანიძის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარს იმედა მღებრიშვილი შეიტანს

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თამჯდომარის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში მოქმედი თამჯდომარეც შეიტანს. იმედა მღებრიშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ლევან ლობჯანიძის მიერ შეტანილი საჩივარი განხილვაში მიიღო და პროცესში, … Continue reading

27/04/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე