ქრთამის აღების ბრალდებით, ბოლაჯურის რწმუნებული დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბოლაჯურის ადმინისტრაციულ ერთეულში როლანდ ჩხიტუნიძე დააკავეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ფეისბუქის“ მომხარებლებს აფრთხილებს
“გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ – უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ გახდეთ ამ და სხვა მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი.
ახალციხის გამგეობამ ტურისტული ბუკლეტები დაბეჭდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტურისტული ბუკლეტების პრეზენტაცია გაიმართა. მისი შინაარსი და ვიზუალური მხარე საჯაროდ განიხილეს. მოისმინეს შენიშვნები, რომელსაც გამგეობის წარმომადგენლები სამომავლოდ გათივალისწინებენ.
მლაშეს მოსახლეობასა და საგზაო დეპარტამენტს შორის დავა დასრულდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მაცხოვრებლებს სარჩელი არ დაუკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიძემ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნები და წარმოდგენილი მტკიცებულებები კატეგორიული არ არის.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს 70 წლის იუბილეს ულოცავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს სიტყვით მიმართავს. უწმინდესი პატრიარქ კირილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.
ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 1 148 000 ლარით ნაკლები თანხით განისაზღვრა
ქალაქ ახალციხის საკრებულოში, მერიის მიერ შედგენილ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი, 7 მლნ. 883 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 1 მლნ. 148 ათასი … Continue reading
ახალციხე–თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
ახალციხე–თბილისის სამარშრუტო რეისზე მგზავრობის ღირებულება შვიდი ლარი გახდა.
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა, დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
ფეხბურთის აკადემია ,,მესხეთი” მეორე ლიგაში ითამაშებს
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ახალციხის ფეხბურთის აკადემია „მესხეთი“ და ,,მცხეთა“ დაუპირისპიდა.
ახალციხის ახალმა მერმა ვიცემერი პირველივე სამუშაო დღეს დანიშნა
ქალაქ ახალციხის ახლადარჩეული მერი საქმიანობას დღეიდან, 18 ნოემბრიდან შეუდგა. ვლადიმერ ზედგინიძემ სამუშაო კაბინეტი თანაგუნდელებთან ერთად მოინახულა.
ახალციხეში მესხეთიდან გადასახლებული კამილ მამუკაძის ნახატების გამოფენა მოეწყო
ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში მესხეთიდან გადასახლებული კამილ მამუკაძის ნახატების გამოფენა მოეწყო.



You must be logged in to post a comment.