ასპინძის მუნიციპალიტეტში 16 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ასპინძაში შიდა გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები დაბის 2 ქუჩაზე ხორციელდება, თუმცა პროექტის მიხედვით, 8 შიდა გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მათ მშენებლობაზე 800 ათასი ლარი დაიხარჯება. … Continue reading
სამხარეო–საკონსულტაციო საბჭომ რეგიონის განვითარების შესახებ იმსჯელა
სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი სხდომა ამჯერად ასპინძაში გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რეგიონული განვითარების 2015-2017 წლების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განახლებაზე, საჯარო მოხელეთა გადამზადებაზე, ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და რეგიონში … Continue reading
ადიგენში, კონკურსის შედეგად, შვიდი პირი დასაქმდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. სამივე ეტაპი წარმატებით 7–მა კონკურსანტმა გაიარა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობაში მომავალი კვირიდან დასაქმდებიან. კონკურსის ბოლო ეტაპი, ანუ გასაუბრება, ადგილობრივ თვითმმართველობაში 24 ივნისს ჩატარდა. … Continue reading
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 24 ივნისს, ხე-ტყით დატვირთული ZiL-ის მარკის სატვირთო მანქანა ე.წ. გომნის მთიდან ბრუნდებოდა და ამობრუნდა. მანქანამ გია ყაველაშვილი ქვეშ მოიყოლა, 52 წლის მამაკაცი ადგილზე … Continue reading
აბასთუმნის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
აბასთუმნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გივი ყულჯანიშვილის დაკავება “მეცხრე არხს” ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმაც დაუდასტურა, თუმცა იგი დეტალების შესახებ ვერ საუბრობს. აბასთუმნის რწმუნებულის დაკავებას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა … Continue reading
ავტოსაგზაო შემთხვევისას, ვარძიის გზაზე 13 წლის მოზარდი დაშავდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიამდე მისასვლელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა. 13 წლის მოზარდს, ამ წუთებში, “უნიმედი სამცხეში” ზედა კიდურებზე ოპერაცია უტარდება, მედიკოსები ცდილობენ მას სისხლდენა შეუჩერდეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, იქიდან … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, კოორდინაციის სამსახურის უფროსი გიორგი როინიშვილი, რეგიონული … Continue reading
შორეთის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში არ დაიწყო
შორეთის ტაძრის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას, ივნისის თვეში აპირებდა. სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, ამ ეტაპზე, მათი … Continue reading
აბასთუმანში ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალციხელი ექიმის ახლობლები ემსხვერპლნენ
აბასთუმნის მთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი, ორ ადამიანთან ერთად, ახალციხის კლინიკა “იმედშია” გადაყვანილი. შსს … Continue reading
სეტყვამ აწყურში ნათესები მეორედ დააზიანა
სტიქია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში დღეს, 20 ივნისს დაფიქსირდა. სოფლის წარმომადგენლის, ელგუჯა ჯვარიძის თქმით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ხეხილი და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა. “ადრე რაც … Continue reading
სოფელი სარო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს ელექტროენერგია სამი დღეა არ მიეწოდება, ამის მიზეზი იმ ტარნსფორმატორის გათიშვა გახდა, რომლითაც სოფლის 68 აბონენტი ელექტროენერგიით მარაგდება. როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” ასპინძის წარმომადგენელი “მეცხრე არხთან” განმარტავს, ტრანსფორმატორი … Continue reading
კურორტ აბასთუმანში 700-მდე აბონენტს ელექტროენერგია აღუდგა
კურორტ აბასთუმანში 700-მდე აბონენტს ელექტროენერგია აღუდგა. როგროც “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები განმარტავენ, ამ დროისათვის ქვესადგური წყლისაგან უკვე ამოტუმბულია. თუმცა დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც კურორტზე 200-მდე აბონენტი ისევ ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. კურორტ აბასთუმნისათვის ელექტროენერგიის … Continue reading



You must be logged in to post a comment.