”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხანძარი ორფოლოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე – ფოტორეპორტაჟი

კოსტავას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრეების განმარტებით, მნიშვნელოვანი ზიანი არცერთ ბინას მიადგა. დამწვარია 9 ნომერში მდებარე შენობის ორი ბინის სახურავი, აივნები და აივანზე არსებული ნივთები. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ჯგუფი. … Continue reading

ორფოლოს პოლიგონზე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

ორფოლოს პოლიგონზე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეხლი საწვრთნელო ბაზის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ მინაძის საძოვრებს უკიდია. ხანძარი ჰექტრობით მიწის ფართობზეა მოდებული. შემთხვევის ადგილზე, ამ დროისათვის ახალციხის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი … Continue reading

ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსი იწვის

ახალციხეში კოსტავას ქუჩის 9 ნომერში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად, ხანძარი მესამე სართულის ერთ-ერთ აივანზე შეამჩნიეს, მალე ცეცხლი კორპუსის სახურავსაც მოედო. მაცხოვრებლები ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო სამსახურისა და … Continue reading

ორფოლოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ორფოლოს პოლიგონის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მინაძის საძოვრები იწვის. ხანძარი დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით, 11:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი … Continue reading

ტიმოთესუბნის 800 წლის იუბილე საზეიმოდ გაიხსნა

ტიმოთესუბნის მონასტრის 800 წლისადმი მიძღვნილი დღესასწაული საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში  ბორჯომელი მხატვრის ომარ ჩხეიძის ფერწერული ტილოების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ისტორიკოს ბაკურ … Continue reading

წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალს გიორგი თათეიშვილი უხელმძღვანელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს გიორგი თათეიშვილი უხელმძღვანელებს. კომპანიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო რამიშვილის ინფორმაციით, ბრძანება აღნიშნულის თაობაზე დღეს, 12 აგვისტოს დაიწერა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში იგი … Continue reading

თეა წულუკიანი ასპინძასა და ნინოწმინდას სტუმრობდა

 სახელმწიფო სერვისების მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს. სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს  ორი ახალი ტერიტორიული  სამსახური ამოქმედდა. მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო … Continue reading

ქარმა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობას სახურავის ნაწილი ახადა

ძლიერმა ქარმა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობას სახურავის ნაწილი ახადა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. სახურავის გარდა, რა სახის  ზიანი მიადგა შენობას, ამ დროისთვის უცნობია. ძლიერ ქარს თან წვიმაც ერთვოდა. ადგილზე მობილიზებულნი … Continue reading

ახალციხის „სათნოების სახლმა “ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შენიშვნები მიიღო

ახალციხის „სათნოების სახლის“ თანამშრომლებმა რამდენიმე საკითხზე შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღეს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა დაწესებულების კვების ბლოკი 30 ივლისს შეამოწმეს. როგორც რეგიონული სამმართველოს უფროსი, ლია ბექაური განმარტავს, 3 კაციანი ჯგუფი … Continue reading

პირველი აგვისტოდან რძის ნაწარმის შესახებ, ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის

პირველი აგვისტოდან  რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის, რომელიც  პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს ადგენს. რეგლამენტის მიხედვით, დაუშვებელია ეტიკეტზე, ან თანმხლებ დოკუმენტაციაში იმის მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს ან … Continue reading

ვალის საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

  საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების ქვეყანაში კანონსაწინააღმდეგოდ შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების  ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ ჯამში 44 აბი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე