”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამ წუთებში ბორჯომში ცენტრალური გზა გადაკეტილია, ერთმანეთს სატვირთო  და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. გარდაცვლილია სატვირთო მანქანის მძღოლი, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მნიმდინარეობს. აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების … Continue reading

პროკურატურის შუამდგომლობით ასპინძაში პრობაციონერი დასაქმდა

ახალციხის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობით  პრობაციონერი საჯარო სამსახურში დასაქმდა. ბექა ფოცხვერაშვილმა მუშაობა ასპინძის გამგეობაში დაიწყო. შესაბამისი ხელშეკრულება გამგეობის ა(ა)იპ–ი “გარეგანათების” ხელმძღვანელსა და პრობაციონერს შორის დღეს, 18 სექტემბერს გაფორმდა. იგი დამხმარე სპეციალისტად … Continue reading

ეკონომიკის მინისტრი ბაკურიანსა და მიტარბში საბაგიროების მშენებლობას დააკვირდა

კოხტისა და მიტარბის მთებზე მსოფლიოში ერთ–ერთ წამყვანი მწარმოებლის „დოპელაიერის“ საბაგირო მონტაჟდება. სამუშაოები დღეს ეკონომიკის მინისტრმა მოინახულა. საბაგიროების მონტაჟი 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ტურისტრული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი სახელმწიფოსა და … Continue reading

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა

        ახალციხის მუნიციპალიტეტში ვირუსული ინფექციის – ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები გამოვლინდა. სპეციალისტებმა სოფელ მინაძეში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დაასრულეს, ამ დროისთვის ტერიტორიის დამუშავება ვალეში, სხვილისსა და ივლიტაში მიმდინარეობს. გამგებლის … Continue reading

გელა დემეტრაძე: ,,ქართული ოცნების” ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთი ნათესავები დაესაქმებინათ”

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ახალციხის  რაიონულ ორგანიზაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ ახალციხის გამგეობაში შტატების გაზრდის  საკითხი  გააპროტესტა. გელა დემეტრაძის თქმით, თვითმმართველობა შვიდ ახალ შტატს ამატებს. ,,ქართული ოცნების” ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, … Continue reading

„ნაციონალებმა“ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ხმაურით დაიწყო დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ბიუჯეტში შესული ცვლილებები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, სოციალური პაკეტი შემცირდა და ჯარიმები და საურავები გაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ასევე, გააპროტესტეს  შვიდი … Continue reading

შალვა აბულაძე: “ტანსაცმელი სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ ჩამაცვეს”

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, შალვა აბულძის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვები გრძელდება. სხდომას ბრალდებული დღეს პირველად დაესწრო.  პროცესის უმეტესი დრო შალვა აბულაძის განცხადებას დაეთმო, სადაც მან საპატიმრო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ბრალდებული პროცესზე … Continue reading

ახალციხეში, პენსიონერებისათვის საქველმოქმედო აქცია იმართება

საქველმოქმედო აქცია პენსიონერებისათვის– არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს პენსიონერთა კავშვირის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განყოფილება სამედიცინო პრეპარატებს უფასოდ გასცემს. მათ სამედიცინო დაწესებულება ,,ავერსიდან“ 21 დასახელების მედიკამენტი მიიღეს, რომლის დარიგებასაც სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით გეგმავენ. აქციაში ჩასართავად, … Continue reading

ადიგენის საკრებულო ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს სარჩელი სრულად დაუკმაყოფილა.  გადაწყვეტილების მიხედვით ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგება, განაცდური აუნაზღაურდება და ბათილად იქნება ცნობილი ის ოქმიც, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარის თანამდებობაზე იმედა … Continue reading

უდეში, უკანონოდ მოჭრილი წიწოვანი მასალა აღმოაჩინეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სამართალდამცველებმა უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის 16 ცალი მრგვალი მორი იპოვნეს. მასალის მესაკუთრის ვინაობა ამ ეტაპზე  დაუდგენელია. შედგენილია შესაბამისი აქტი. უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე, გარემოსდაცვითი … Continue reading

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა საკუთარ ეზოში დაიწვა

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის ავტომობილი საკუთარ ეზოში დაიწვა. შემთხვევა 21 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის … Continue reading

ადიგენის გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსი შეიცვალა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსი შეიცვალა.  პოსტი მადონა გულიაშვილმა დაიკავა. იგი საკუთარი უფლება–მოვალეობის შესრულებას 3 აგვისტოდან შეუდგა. აღნიშნულ თანამდებობაზე, ამ დრომდე, გიორგი ახალკაცი მუშაობდა, რომელიც 2015 წლის 11 მაისს გამგებელმა … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე