”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობა ოთხ მეორად ავტომანქანას შეიძენს

ახალციხის  გამგეობა-საკრებულო მეორადი ავტომობილების შესაძენად თემის ბიუჯეტიდან 100 000 ლარს დახარჯავს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნული თანხით, ოთხი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მათ შორის 50 000 ლარი   „ჯიპის“ მარკის ავტომობილში დაიხარჯება. როგორც საკრებულოს … Continue reading

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თეა გავაშელი შეირჩა

 ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო ოლქს ისევ თეა გავაშელი  უხელმძღვანელებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ,,მე–9 არხს“ ინფორმაცია ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა დაუდასტურა. კომისიის წევრის ვაკანტური … Continue reading

ფასიანი პარკინგები ახალციხეში და უკმაყოფილო მძღოლები

ახალციხეში პარკირება ფასიანი გახდება – ამის შესახებ „მეცხრე არხს“ ქალაქის მერმა განუცხადა. გიორგი კოპაძის თქმით, მძღოლები ავტომანქანის გაჩერებისათვის თანხას ცენტრალურ ქუჩებზე და ტურისტულ ადგილებში გადაიხდიან. ადგილობრივები ინიციატივას უარყოფითად აფასებენ და … Continue reading

ახალციხის მერმა ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა.  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლები ჩეხეთის ქალაქ კლადნოს თვითმმართველობის ასოციაციის დირექტორს დან ირანეკს და ქალაქ ჩესკი-ბროდის მერს იაკუპ ნეკოლნის შეხვდნენ. შეხვედრაზე ჩეხეთის წარმომადგენლებმა საკუთარი თვითმმართველი … Continue reading

აზერბაიჯანიდან სადგურ ვალეს მიმართულებით პირველი სატვირთო გადაზიდვა განხორციელდა

აზერბაიჯანიდან სადგურ ვალეს მიმართულებით პირველი სატვირთო გადაზიდვა განხორციელდა. ნახშირით დატვირთული ვაგონები ახალ სატვირთო ტერმინალებში უკვე დაიცალა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ასევე ხორბლის, სხვადასხვა სავაგონო და საკონტეინერო მოცულობითი გზავნილების განხორციელება. სადგურ ვალესა … Continue reading

მუსხსა და სვირში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუსხში  წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დეკემბრის თვიდან სოფლის 1 200 მაცხოვრებელს სასმელი წყლის 12–საათიანი მომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 166 ათასი ლარით ფინანსდება, რომლის … Continue reading

ანონსი: ახალციხეში პარკირება ფასიანი ხდება

ახალციხეში პარკირება ფასიანი გახდება -ამის შესახებ „მეცხრე არხთან“ ქალაქის მერმა განაცხადა. გიორგი კოპაძის თქმით, მძღოლები ავტომანქანის გაჩერებისათვის თანხას ცენტრალურ ქუჩებზე და ტურისტულ ადგილებში გადაიხდიან. საკითხი უკვე შეთანხმებულია ახალციხის საპატრულო პოლიციასთან.

შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობისათვის

შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობისათვის -ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ხერთვისის მაცხოვრებლის დავით ჯაბანაშვილის წინააღმდეგ გამოიტანა. დაცვის მხარე მარიკა ჩიტაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. „მეცხრე არხთან“ … Continue reading

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N7 სასაზღვრო სექტორის (სულდა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1983 წელს დაბადებული კულ ბაჰადური კ. და 1979 წელს დაბადებული … Continue reading

შალვა აბულაძე სასამართლო სხდომებზე დასწრებას ისევ არ აპირებს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდებული და ადვოკატი არ გამოცხადდნენ. მოსამართლემ საბადრაგო სამსახურის მიერ წარდგენილი განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც აბულაძე სხდომაზე დასწრებაზე უარს ამბობდა. რაც შეეხება შალვა … Continue reading

ბორჯომში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოვლინდა

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურთან ერთად განხორციელებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელის მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკირეში ხე-ტყის … Continue reading

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა მოეწყო

ხალციხის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა გაიმართა. გენდერის თემაზე მომუშავე ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ახალციხის გამგეობის წარმომადგენლებმა საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. როგორც ახალციხის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი … Continue reading

05/10/2015 · 2 Comments

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე