ახალციხის მუნიციპალიტეტი 158 შშმ პირს ფულად დახმარებას ურიცხავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოინახულეს. საჩუქრად ტკბილეული და საოჯახო ჭურჭელი გადასცეს.
აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან, სლესის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილი თოვლზე მოცურდა და სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.
ვარძიის ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა. კედლიდან აღებული ნიმუშები გამოსაკვლევად ლონდონის კურტოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ბოლაჯურის ბაღის ყოფილი მენეჯერმა ადიგენის ა(ა)იპ–თან დავა სააპელაციოშიც მოიგო
ორი პურის ქურდობის ბრალდებით გათავისუფლებული ბოლაჯურის ბაღის ყოფილი მენეჯერის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა. ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ გაასაჩივრებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
ახალციხის ახალმა მერმა საკადრო პოლიტიკას გადახედა. ორკვირიანი მუშაობის შემდეგ, ვლადიმერ ზედგინიძემ გადაწყვიტა, რომ ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნაირა სამსონიძე თანამდებობებზე აღარ დაენიშნა.
ახალციხის პირველი სკოლის მშენებელი კომპანია, ვადის გადაცილებისთვის დაჯარიმდება
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას შენობა ისევ არ ჩაბარდა. მშენებელმა კომპანიამ მიცემულ ვადას გადაცილა. შპს „ინტერპლუსს“ 1 დეკემბრიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა დაერიცხება.
იუნესკომ ქართული ანბანის სამივე სახეობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ იუნესკომ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.
ახალციხის საკრებულოს წევრებმა გამგებლის ანგარიში მოისმინეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამგებლის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს. ზაზა მელიქიძემ იმ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გასულ წელს მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
სამცხე–ჯავახეთის გუბრნატორი მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ქალაქ ახალციხის მერს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, გამგეობას ერთი რეკომენდაციით დაუბრუნა. რეკომენდაცია ცენტრალურ მაგისტრალზე: ვალე –აწყურისა და ჭაჭარაქი–მინაძის მონაკვეთებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას შეეხება.
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ. სამცხე–ჯავახეთიდან საზღვარგარეთ სამი პიროვნება იმყოფება.
სამი სალოცავის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის მუფთი 13 მეჩეთის გადაცემას მოითხოვს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე სამი სალოცავი მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადასცა. კეხოვანში, ღორძესა და ნამინაურში არსებული სამივე მეჩეთი მოქმედია.



You must be logged in to post a comment.