”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ქართული ოცნების” აგიტატორები წყრუთში ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ

“ქართული ოცნების” აგიტატორები #27–ე წყრუთის საარჩევნო უბნის ეზოში ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ. ერთ–ერთი აგიტატორის თქმით, ჩამოწერილი სია მას თავად ,,ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი გვარამაძემ გადასცა.

„თოფაძე–მრეწველების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ხმა აგარის უბანზე მისცა

„თოფაძე–მრეწველების“ მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალციხისა და ადიგენის ოლქში, მოქალაქეობრივი ვალი  უკვე მოიხადა. ტარიელ ხაჩიძემ ხმა აგარის მე–12 უბანზე მისცა.

ახალციხის 28–ე უბანზე პირველი ამომრჩეველი ლავრენტი ბალახაშვილია

ახალციხის 28–ე უბანი მოქალაქეებისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ამ დროისთვის გამოცხადდა პირველი ამომრჩეეველიც,  თუმცა, მან ხმის მიცემა 08:15 წუთზე შეძლო.

ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა

ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ოლქის ყველა უბანი 08:00 საათზე მზად იყო. გახსნის დროს დარღვევა უბანებზე არ დაფიქსირდა.

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე – შეხვედრა გოკიოს მოსახლეობასთან (სომხური ტიტრებით)

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ამომრჩეველს – ეს საკითხები სოფელ გოკიოს მოსახლეობას, საინფორმაციო შეხვედრაზე განუმარტეს.    

ბარალეთში, არჩევნების თემაზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (სომხური ტიტრებით)

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში, არჩევნების თემაზე,  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ“ გაუწია.

სოფელ დამალის მოსახლეობას, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს (სომხური ტიტრებით)

საარჩევნო საკითხებზე, კენჭისყრის დღესა და პროცედურებზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის მოსახლეობამ, დეტალური ინფორმაცია პირველად მოისმინა.

სოფელ მირაშხანში საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა გაიმართა (სომხური ტიტრებით)

საპარლამენტო არჩევნები, მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობა, საარჩევნო პროცესები და კენჭისყრის დღის პროცედურები – ამ საკითხების შესახებ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხნის მოსახლეობასთან, საჯარო შეხვედრა გაიმართა.

მაჟორიტარი დეპუტატობის 27 და მერობის ხუთი კანდიდატი სამცხე–ჯავახეთში

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთი 27 მაჟორიტარი დეპუტატობისა და ხუთი მერობის კანდიდატითაა წარმოდგენილი.

არასამთავრობო სექტორი არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებს

რა შედეგით დასრულდება  2016 წლის საპარლამენტო არჩევნები?  – წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია.

,,სოფლიდან ხელბორკილებით გაგიყვანთო” – ,,ქართული ოცნებისა” და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაპირისპირება

,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაუპირისპირდნენ. 

საუბნო კომისიებს ბიულეტენები და ინვენტარი გადაეცათ

კენჭისყრის პროცედურებისთვის საჭირო ინვენტარი – სამაგიდო და კედლის სიები, უნიფორმები, ბეჭდები, კონვერტგები და დალუქული ბიულეტენები, საუბნო საარჩევნო კომისიებს, დღეს გადაეცათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე