ახალციხელები საპრეზიდენტო არჩევნებზე
10 დღე საპრეზიდენტო არჩევნებამდე – ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად 23 კანდიდატი ემზადება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სუბიექტებისათვის საარჩევნო ნომრები უკვე განსაზღვრა. წელს არჩევნებისათვის … Continue reading
ბრძოლა მხარდამჭერებისთვის თუ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად?
საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებისთვის ბრძოლა თუ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად? „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირება გრძელდება. ოცნების ადიგენის საარჩევნო შტაბში აცხადენენ, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები … Continue reading
ბიძინა ივანიშვილი – სამცხე-ჯავახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც წინასწარი გამოკითხვებით, ბაქრაძე მარგველაშვილს უგებს
სამცხე-ჯავახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც წინასწარი გამოკითხვებით, დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს უგებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, … Continue reading
ცესკო-მ საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების მკაცრი რეგულაციები გააუქმა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 16 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე განიხილა დადგენილება, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების პროცედურებს არეგულირებს. კომისიის გადაწყვეტილებით, დადგენილებიდან ამოღებულია პირველი მუხლის მეორე პუნქტი – ”დაუშვებელია … Continue reading
პროექტი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ
კოალიციამ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის პროექტი შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციაც დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა. კოალიციის წევრებმა საზოგადოებას გააცნეს მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია არჩევნების გაყალბება თავიდან ავიცილოთ. … Continue reading
გიორგი მარგველაშვილის დასახვედრად წინასაარჩევნო აქციაში მონაწილეობა მოსწავლეებმაც მიიღეს
გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთი ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში– ,,ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს ესტუმრა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, საკუთარი პროგრამა გააცნო და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. გიორგი მარგველაშვილის წარსადგენად, … Continue reading
გიორგი მარგველაშვილი ადიგენშია
კოალიცია ,,ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ამ წუთებში ადიგენის მოსახლეობას ხვდება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იგი ადგილობრივებს საკუთარ სამოქმედო გეგმას აცნობს. ,,ძალიან რთული და საშინელი პერიოდი იყო, გაძლიერებული იყო ის … Continue reading
ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილის ვიზიტს შეუერთდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი სამცხე–ჯავახეთს გიორგი მარგველაშვილთან ერთად სტუმრობს. ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ახალქალაქში შეუერთდა. ამ წუთებში მოსახლეობას პრემიერ მინისტრი სიტყვით მიმართავს. “საქართველოს ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება. ჩვენ და … Continue reading
გიორგი მარგველაშვილი ნინოწმინდელ ამომრჩეველს ხვდება
კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ წუთებში, ნინოწმინდაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ ამომრჩეველს მიმართავს და წინასაარჩევნო პროგრამას აცნობს. იგი შეკრებილ საზოგადოებას სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე მიესალმა. პრეზიდენტობის … Continue reading
,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები მეუფე თეოდორეს შეხვდნენ
კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრა სასულიერო პირებთან– ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის წევრები ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს ესტუმრნენ. მეუფე თეოდორემ მმართველი პარტიის წევრები დალოცა და მათ სულიერი სიძლიერისკენ მოუწოდა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პოლიტიკური … Continue reading
ნინო ბურჯანაძე: ,,ქართული ოცნება” და ,,ნაციონალური მოძრაობა” ერთად მებრძვიან
ნინო ბურჯანაძე ახალციხეში– ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” პრეზიდენტობის კანდიდატი 14 ოქტომბერს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მან ადგილობრივებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო და ქვეყნის განვითარების სტრატეგიებზე ისაუბრა.
ნინო ბურჯანაძე: ,,ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ სამარეში ჩავდებ”
ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული — ეს განცხადება დღეს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გააკეთა. ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში არეულობას 28 ოქტომბერს პროგნოზირებს. მისი თქმით აღნიშნული … Continue reading



You must be logged in to post a comment.