ოლეგ სანდროშვილის მეუღლემ გაფრთხილება მიიღო
30-ე ახალციხის უბანზე ,,სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის” წარმომადგენელმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლემ – ნინო ბაღდოშვილმა გაფრთხილება მიიღო. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მას სურდა უბანზე მთელი დღის განმავლობაში … Continue reading
მცირე ინცინდენტი მოხდა #21–ე სხვილისის უბანზე
მცირე ინცინდენტი მოხდა სხვილისის 21–ე უბანში, სადაც ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი დიანა მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ერთ–ერთ ამომრჩეველს ფანრის დაშუქებისას მარკირება არ ემჩნეოდა. დამკვირვებელი ამბობს, რომ სითხე ვადაგასული იყო. აღნიშნულ ფაქტს … Continue reading
ასპინძაში არჩევნებზე 4 814 ამომრჩეველი მივიდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში 15:00 საათამდე არჩევნებზე 4 814 ამომრჩეველი მივიდა, რომლის პროცენტული მაჩვენებელიც ასე გამოიყურება: 49,58 %. #39–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მოცემულ დრომდე ოლქში საჩივარი არ შესულა. როსტომ მაგრაქველიძე … Continue reading
ადიგენიში 15:00 საათისთვის არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა 40 %–ს შეადგენს
ადიგენის მუნიციპალიტეტში 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა 40 % შეადგენს. #38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქის აღნიშნული დროის მონაცემებით, სასურველ კანდიდატს ხმა 6 263 ამომრჩეველმა მისცა. კომისიის თავმჯდომარის ჯაბა მაჭარაშვილის განმარტებით, 15:00 … Continue reading
15:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ახალციხეში 11 733–მა ამომრჩეველმა მიიღო
15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ახალციხეში 11 733–მა პირმა მიიღო, რაც ამრჩეველთა 34%–ს შეადგენს. #37–ე ახალციხის საოლქო კომისიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით ოლქში 3 საჩივარია შესული: #23–ე ფერსისა და #12–ე … Continue reading
ახალციხის მერობის ოთხივე კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
საკუთარი არჩევანი გააკეთეს ახალციხის მერობის კანდიდატებმა. ოთხივე მათგანი საუბნო საარჩევნო კომისიებში დილითვე გამოცხადდა. გამარჯვებაში ოთხივე კანდიდატი დარწმუნებულია, თუმცა მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებმა დარღვევებით ჩაიაროს.
12:00 საათის მონაცემებით ადიგენში ხმა 4 907–მა ამომრჩეველმა მისცა
12:00 საათის მონაცემებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ხმა 4 907–მა ამომრჩეველი მისცა (31%). ადიგენის #38–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მონაცემებით, დარღვევების თაობაზე ამ დროისათვის საჩივარი არ დაწერილა. ჯაბა მაჭარაშვილი ამბობს, რომ კენჭისყრის პროცესი … Continue reading
ცესკოს მონაცემებით, 12:00 სთ-ის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა 571 123-მა ამომრჩეველმა მიიღო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა . მოცემული დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 571 123-მა ამომრჩეველმა მიიღო (16,65%). 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12.00 საათის მდგომარეობით … Continue reading
სხვილისის #34–ე უბანზე მარკირებას საჩვენებელ თითზე უკეთებენ
სხვილისის 34–ე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება საჩვენებელ თითზე გაუკეთა. ფაქტი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომელმაც შესაბამისი საჩივარი დაწერა. საჩივარში მოითხოვა, რომ ხმის მიცემა კანონის დაცვით მოხდეს … Continue reading
არჩევნებს არასამთავრობოებთან ერთად საელჩოს წარმომდგენლებიც აკვირდებიან
2014 წლის თვთმმართველობის არჩევნებს საქართველოში აკრედიტებული 32 ქვეყნის საელჩოს წარმოამდგენელი აკვირდება. მათ გარდა კენჭისყრის პროცესს 59 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ესწრება. არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 56 მედიასაშუალების 889 წარმომადგენელია აკრედიტებული. … Continue reading
ახალქალაქის მე-4 უბანის კომისიის წევრი გულის შეტევით გარდაიცვალა
ცესკოს ინფორმაციით, ახალქალაქის მე-4 უბანზე, დღეს დილით უბნის გახსნამდე გულის შეტევით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ლევონ საპონჯიანი გარდაიცვალა. ცენტრალური საარჩევნო კომისიმ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. ამის შესახემ ცესკოს პრესსპიკერმა ეკა … Continue reading
#2 ახალციხის უბანზე საჩივარი დაიწერა
#2 ახალციხის უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. ივერი ბალახაშვილმა მიიჩნია რომ უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ერთ–ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა ხმის მიცემა ვერ შეძლო, იქვე მდგომმა ამომრჩეველმა კი მას ბიულეტენები გამოართვა, ჰკითხა … Continue reading



You must be logged in to post a comment.