ზაზა თამარაშვილი-ახალციხის მერის მოადგილე ?
ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დაიკავებენ მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების პოსტებს ახალ მთავრობაში? საზოგადოებისათვის ნაცნობი თუ უცნობი სახეები – ახალციხის პირველი პირების დამტკიცებასთან ერთად მოსახლეობისათვის აქტუალური ახალი კადრების დამტკიცების საკითხი … Continue reading
ასპინძაში საკრებულოს კომისიებს ,,ქართული ოცნების” დეპუტატები უხელმძღვანელებენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოში 3 კომისია შეიქმნა. სამივე მათგანს მმართველი პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ასპინძის ადგილობრივი თვითმმართველობის საბოლოდ დასაკომპლექტებლად აქ უახლოეს მომავალში, კიდევ 2 კომისიის ჩამოყალიბება იგეგმება.
ახალციხელთა უმრავლესობა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს არ იცნობს
ახალდარჩეულმა თვითმართველი თემისა და ქალაქის პირველმა პირებმა მუშაობა დღეიდან დაიწყეს. ისინი ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანოებმა ოფიციალურად 14 ივლისს დაამტკიცა. ახალციხელთა უმრავლესობისათვის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების ვინაობა უცნობია.
ადიგენის საკრებულოს შემადგენლობა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა 30 წევრით დაკომპლექტდება, მასში 3 პარტიის წამომადგენლები შევლენ: მაჟორიტარული სიით: 1. ნუგზარ ქაშიბაძე, დაბა ადიგენიდან – „ქართული ოცნება” 2. ნანა ბარბლიშვილი, დაბა აბასთუმნიდან – „ქართული ოცნება” … Continue reading
ადიგენის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ
ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე კენჭს ლევან ლობჯანიძის კანდიდატრურას უყრიან. სამანდატო კომისიის მოთხოვნით, საკრებულოს პირველი პირი ფარული კენჭისყრის საფუძველზე აირჩევა. შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში სულ 30 დეპუტატი შევა. მათგან 21–,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი, … Continue reading
თვითმმართველი თემის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე გახდა
22 ხმით 7–ის წინააღმდეგ, ახალციხეში თვითმმართველი თემის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩა. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა. პროცესს ახლადარჩეული სამანდატო კომისიის ხელმძღვანელი, თამარ გოგინაშვილი უძღვებოდა. დღესვე … Continue reading
ახალციხეში ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა მიმდინარეობს
ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში, #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელი 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს კითხულობს. რომლის შემდეგაც, როგორც თვითმმართველი … Continue reading
6 საარჩევნო შტაბიდან ახალციხეში მუშაობას ორი მათგანი აგრძელებს
თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ახალციხეში პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და საარჩვენო შტაბები დახურა. საოლქოში დარეგისტრირებული ცხრა პოლიტიკური პარტიიდან ამ დროისათვის მხოლოდ ორი მათგანის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები მუშაობენ. … Continue reading
2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომები 14 ივლისს გაიმართება
საკრებულოს პირველი სხდომები ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 14 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის … Continue reading
ასპინძის საკრებულოს შემადგენლობაში ქალბატონები არ შევლენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო 27 დეპუტატით დაკომპლექტდა. თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად დარეგისტრირებული და 4 პოლიტიკური პარტიის კანდიდატები შევლენ. 15 პროპორციულ და 12 მაჟორიტარულ წესით არჩეულ წევრებს შორის ქალი … Continue reading
,,არასაპარლამენტო ოპოზიცია” ახალქალაქში არჩევნების მეორე ტურის გამართვას მოითხოვს
ახალქალაქში ხელახალი კენჭისყრის შედეგად კვლავ ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კანდიდატი ლიდერობს. არჩევნების განმეორებითი პროცესი აქ #1-ელ უბანზე ბლოკ ,,არასაპარლამენრო ოპოზიციისა” და ,,მრავალეროვანი საქართველოს” სარჩელის საფუძველზე გაიმართა.
ახალქალაქში განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ,,ქართული ოცნება” ლიდერობს
ახალქალაქის #1-ელ საარჩევნო უბანზე, განმეორებითი კენჭისყრის პირველადი შედეგების მიხედვით, უპირატესობა კვლავ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა მოიპოვა. ნაირ ირისიანმა ამომრჩეველთა 371 ხმა მიიღო. რაც შეეხება ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის” საარჩევნო სუბიექტს, გრიგოლ წუწუმიამ 241 ხმა დააგროვა. … Continue reading



You must be logged in to post a comment.